თორნიკე ზედელაშვილი: ვარლამ გოლეთიანი და პარალიზებული საქართველო

თორნიკე ზედელაშვილი: ვარლამ გოლეთიანი და პარალიზებული საქართველო




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):

ნამდვილად არ ვიცი, ვარლამ გოლეთიანი ვინ არის, არც მისი დაბადების წელი ვიცი, არც მისი განვლილი ცხოვრება, არც ვინმესგან მსმენია მის შესახებ, მხოლოდ ის ვიცი, რაც ტელევიზიებით შუქდება. შე დალოცვილო,  გავიგე, რომ არ გინდა ეს ნამახვანჰესი, მაგრამ ჩვენ რაღას გვერჩი?! რას გვერჩი საქართველოს იმ მოსახლეობას, რომელიც არ გეთანხმება, რომელსაც უნდა განვითარება? მეტი ჰესი, მეტი ინვესტიცია, მეტი ბიზნესი საქართველოში? 
გუშინ გმირთა მოედნიდან ე.წ. „ახალი“ გზის მიმართულებით ვმოძრაობდი, თუ მაგას მოძრაობა ჰქვია და ვფიქრობდი, რადგან დიდი დრო მომეცა საფიქრელად... მან მოინდომა აქციის ჩატარება, ქალაქის პარალიზება, ქაოსი... ქალაქის პარალიზება ასეთი იოლი არ არის, მაგრამ ჩვენ ჯოს... ჯოს... ჯოს-ზე შორს ჯერაც ვერ წავედით. ქუჩა გადაკეტე, საკუთარ თანამოქალაქეებს პრობლემები შეუქმენი, მერე? არაფერი! ისედაც ასეთი გადატვირთული მოძრაობაა თბილისში, ადამიანებს უწევთ საათობით საცობებში ყოფნა, ამ დროს ვიღაც, მართლა ვიღაც, ვარლამ გოლეთიანს უნდა, რომ თბილისში პარალიზება მოახდინოს!
მართლა მებადება ერთი მარტივი კითხვა ამ პროცესების შემყურეს: ვის აწყობს საქართველოს პარალიზება? ვინ შეიძლება იდგეს ვარლამის უკან? ვის აწყობს გაჩერებული პროექტები? ვის აწყობს სუსტი ქვეყანა? თქვენი არ ვიცი... მე კი ვხვდები ეს ყველაფერი ვის ინტერესებშია - რა თქმა უნდა, რუსეთის! 
თქვენ მოგმართავთ, ადამიანებს, რომლებიც ამ აქციებზე დადიხართ და აპირებთ თბილისის ქუჩების პარალიზებას, რამდენად გიღირთ ეს? დაფიქრდით, დაფიქრდით და მიხედეთ ყველამ თქვენ-თქვენს საქმეს, ნუ იზამთ ისე, რომ მართლა ხალხი გამოიყვანოთ ქუჩაში და იმ მცირე ნაწილს, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ ამ პოლიტიკურ მართულ პროცესებში ხართ მოქცეული, ყველას თქვენი ადგილი მიგიჩინოთ!