თორნიკე ზედელაშვილი: ის დახურულ სივრცეს ვერ იტანს, შიში იპყრობს, მიწაზე ხოხიალი უნდება!

თორნიკე ზედელაშვილი: ის დახურულ სივრცეს ვერ იტანს, შიში იპყრობს, მიწაზე ხოხიალი უნდება!




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):

მიჰა ჰამოა!

2021 წელი, 2 ოქტომბერი, თბილისი, 23:05 საათი. არჩევნები დამთავრებულია, მიმდინარეობს ხმების დათვლა. ეგზიტპოლების თანახმად, ანუ წინასწარი მონაცემებით „ქართული ოცნება“ ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში იგებს. თბილისში დიდი სხვაობით, კახა კალაძე ისევ თბილისის მერია.

საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ეშვება. რეისი: კიევი - თბილისი. მიხეილ სააკაშვილი იქ არის. სამართალდამცავები მობილიზებულნი არიან. 55 ნაცი დგას გარე პერიმეტრზე. ისინი წვიმასაც კი არ შეუშინდნენ. (მაგ დროს ავდარია გამოცხადებული). მათი ტელევიზიები პირდაპირი ეთერში გადასცემენ, რომ სააკაშვილის დასახვედრად ათი-ათასობით, ასი ათასობით, მილიონობით ადამიანია გამოსული. ნიკა მელიას თავი  დასველებია, ძალზედ უპრიალებს. თაკო ჩარკვიანს ქოლგა გაუშლია, გახარებულია, სადაცაა გაფრინდება, ოღონდ მეცხრე ცაზე. ყვირის: აუ, რამდენი ვააააართ!!!

მიხეილ სააკაშვილი ჩამოდის ტრაპზე. თაკოს ხელის აწევით ესალმება, დანარჩენებს უღიმის. სამართალდამცავები აკავებენ.

მიხეილს უცებ აღტყინება ეძალება, ჭიხვინებს: ედუარდ შევარდნაძევ, გადადექი, გადადექი-მეთქი!

აეროპორტში კაფეს ჩაუვლიან. მიხეილი ჩაის ჭიქას მოჰკრავს თვალს. ცდილობს, პოლიციას დაუსხლტეს და ჩაი დალიოს.

3 ოქტომბერი. თბილისი. შუადღე. გიული ალასანია მიდის ქაღალდის ასაღებად, რომელსაც აწერია: ,,ცნობა ფსიქიკურად შეშლილი ადამიანისთვის''. ის დახურულ სივრცეს ვერ იტანს, შიში იპყრობს, მიწაზე ხოხიალი უნდება. დედის მცდელობა ბუნებრივია, შვილი სუფთა ჰაერზე უნდა გაიყვანოს. ალბათ ზოლიანი ხალათიც მოუხდება.