თორნიკე ზედელაშვილი: მის წერილში ყველაფერია ნათქვამი

თორნიკე ზედელაშვილი: მის წერილში ყველაფერია ნათქვამი




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი):

პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა არც ისე მოულოდნელი ამბავია...

მან არაერთხელ აღნიშნა, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დიდი ხნით ყოფნას.

ფაქტი ერთია: მოვიდა, გაიმარჯვა, წავიდა... დაბრუნდა, კვლავ გაიმარჯვა და ისევ წავიდა... დიახ, გამარჯვებული წავიდა.

პრინციპში, ე.წ. პოლიტიკიდან თავი შორს დაიჭირა, თორემ სად წავიდა? დარწმუნებული ვარ, როგორც მოქალაქე, როგორც ამ ქვეყნის დიდი გულშემატკივარი და მშენებელი, კვლავაც განაგრძობს დიდი საქმეების კეთებას.

მის წერილში ყველაფერია ნათქვამი გულწრფელად. თუმცა ე.წ. ოპოზიციისთვის მსგავსი გულწრფელობა უცხო ხილია - უკვე დაიწყეს... უი, გარბის? გაიქცა! სად მიდის? ჯო ბაიდენმა თურმე თითი დაუქნია და უთხრა, გადადექიო, ხედავთ?!

ვერაფერს ვიზამთ, ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრი ტვინნაღრძობი "მოღვაწეობს"!

ტალახის სროლა გრძელდება!!!

თუმცა სიკეთეს ტალახის სროლა ვერაფერს დააკლებს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილის წერილში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ასპარეზი უნდა დაეთმოს ახალგაზრდებს და ეს ძალიან კარგია.

ახლა ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული... დიახ, ჩვენზე.

ამ ადამიანს კი დიდი მადლობა ყველაფრისთვის!