თორნიკე ზედელაშვილი: საცოდაობაა ასეთი ბანძი თემებით მანიპულირება!

თორნიკე ზედელაშვილი: საცოდაობაა ასეთი ბანძი თემებით მანიპულირება!




თორნიკე ზედელაშვილი (პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი):

მეცინება და რატომ, გეტყვით: მეცინება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის მართული ტელეარხების (ე.წ. „მთავარი არხი“, „ფორმულა“, ტვ „პირველი“) ამაო ჭინთვებზე. რამდენიმე დღის წინ გამოყარეს რაღაც გაუგებარი ფაილები, თითქოს მოსმენები ტოტალურად გრძელდება და ყველაფერი იმაზე უარესად არის, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო.
შინაარსი არავის აინტერესებს, რაღაც ფაილებია, სუსიდან გამოტანილი ე.წ. დოკუმენტებია, მორჩა!
არადა, ამ ქაღალდების ავთენტურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას! 
თურმე ისეთ თემებზე მიდის მოსმენები, გაგიჟდება ადამიანი, საერთოდ არავის სჭირდება. დაახლობითი შინაარსი ასეთია: ,,მიდი, ჭიქა მომიტანე'', ,,ხვალ სოფელში წადი'', ,,ზეგ  სამსახურში ვარ წასასველი'' და ა.შ.
საცოდაობაა ასეთი ბანძი თემებით მანიპულირება და საზოგადოებაში ტემპერატურის აწევის მცდელობა. აღარ არის 2003 წელი, სხვა დროა, ტექნოლოგიები განვითარდა, ცხოვრება წინ წავიდა.
ესენი თემებს არ აციებენ - გვარამია გამოხტა, გაიხა ნაკერავზე, ჩემი ოპერატორი ქარელში „ქართული ოცნების“ შტაბის მეორე სართულიდან გადმოაგდესო. ოპერატორი თვითონ ამბობს, ფეხი დამიცდა, ჩემით გადმოვვარდიო. 
ე.წ. ოპოზიცია განწირულია!
ცდილობენ, ირაკლი ღარიბაშვილისგან გამოიყვანონ სააკაშვილი, მაგრამ ამაოდ. კახა კალაძე ვერასდროს იქნება გიგი უგულავა. ვერც „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის დაისმება ტოლობის ნიშანი. ცხოვრებაა ასეთი, სიკეთე და სიბოროტე განასხვავებული ცნებებია!