იოსებ ჭუმბურიძე: გუშინ ჩვენ მსოფლიო უმადურობა გამოვავლინეთ

იოსებ ჭუმბურიძე: გუშინ ჩვენ მსოფლიო უმადურობა გამოვავლინეთ




იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):

გუშინ მსოფლიო მადლიერების დღე ყოფილა.
ჩვენ კი მსოფლიო უმადურობა გამოვავლინეთ.
ვინ ჩვენ?!
რა თქმა უნდა, ნაცებმა და მათთან შეკრულმა ფანჩატურელებმა.
ვის მიმართ?
იმ კაცის მიმართ, ვინც მთელი თავისი ქონების 95 პროცენტი საქველომოქმედო ფონდს გადასცა.
ვინც თვით გენიალური ბარათაშვილიც კი „გააწბილა", რადგან დაამტკიცა, რომ „ჩვენი ყოფა, წუთისოფელი" ყველასთვის არ ყოფილა „საწყაული აღუვსებელი"...
***
რა არ დააბრალეს:
ზღვა საკუთარ სახლთან მიიყვანაო?!
ასწლოვანი ხეები თავის ეზოში გადარგოო?!
აბასთუმანი მიიტაცაო?!
ბოტანიკური ბაღი წაგვართვაო?!
***
ახლა რაღას იტყვიან?!
თუმცა, რა დაუშლით?! - ენას ძვალი არა აქვს და ფანჩატურელებს - სინდისი.
***
„მადლიერება მოვალეობაა, რომელიც უნდა შესრულდეს, მაგრამ იმის უფლება არავისა აქვს, მას რომ დაელოდოს", - ამბობდა ჟან - ჟაკ რუსო.
*** 
ჩვენ შევასრულოთ ჩვენი მოვალეობა, მადლობა ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს, ვინც ამას არასოდეს დალოდებია.
ჩვენგანაც კი არასოდეს  დალოდებია და  ფანჩატურელებისაგან როგორ დაელოდებოდა?!

P.S. ნაცმედიაც ფანჩატურელებში უნდა ვიგულისხმოთ.