იოსებ ჭუმბურიძე: და ვიდრე ასეა, საქართველოს სიმშვიდე არ უწერია

იოსებ ჭუმბურიძე: და ვიდრე ასეა, საქართველოს სიმშვიდე არ უწერია




იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი): 

მოდით, პირდაპირ ვთქვათ: 
ალბათ, პოლიტიკოსებს იმდენი წვლილი არ მიუძღვით საქართველოს დაქცევაში, რამდენიც ჟურნალისტებს!
სიკვდილია ჩემთვის ამის თქმა და აღიარება, მაგრამ ასეა.
***
დღესაც ვხედავთ, როგორი გაშმაგებით ცდილობენ ქვეყნის არევას, ვითომცდა, დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების სახელით.
და ვინ არიან ესენი - დემოკრატიისათვის მებრძოლნი?!
***
#1.
ინგა გრიგოლია?!
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!
წუხელ რამდენჯერმე იკითხა: „იქნება თეა წულუკიანი ყველას მინისტრი?"
საუბედუროდ, სტუდიაში არავინ იჯდა ისეთი, კითხვას რომ შეუბრუნებდა: „თქვენ ხართ ყველას ჟურნალისტი?!"
არადა, წულუკიანს, პოლიტიკური თანამდებობობის პირს, მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ისე არ მოეთხოვება „ყველას მინისტრობა", როგორც გრიგოლიას (და ნებისმიერ ჟურნალისტს) - „ყველას ჟურნალისტობა!"
განა არ იცის, რამდენი ლანძღავს და რამდენს საერთოდ ჟურნალისტად არც მიაჩნია?!
ეს რომ იცის, ამის გამო, კიდევ უფრო მეტადაა გაავებული.
#2.
გიორგი თარგამაძე.
მას შემდეგ, რაც რეზო ამაშუკელმა „ჰალსტუხიანი ხვლიკი" უწოდა, ჰალსტუხს აღარ იკეთებს.
იმავე პოეტმა უწოდა მის არხს „ღალატის ფორმულა", მე კი მის გადაცემას - „მედროვეობა".
ეს მართლაც ღალატისა და მედროვეობის ფორმულა, ვინც სააკაშვილის ხელისუფლებამ პირდაპირ ეთერში დაარბია, 
დღეს ურცხვად აცხადებს, ასეთი მძიმე პერიოდი ქართულ მედიას არასოდეს ჰქონიაო(?!).
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?“
***
#3.
დიანა ტრაპაიძე.
ეს ის დიანაა, თამაზ ჭილაძესთან ინტერვიუზე მისულმა, ოთარ ჭილაძეს რომ ჰკითხა, - თქვენც წერთო?!
და დღეს როგორ ცდილობს, დემოკრატიისათვის გაშმაგებულ ბრძოლაში", გრიგოლიასაც კი გადაასწროს?!
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!
#4.
ნოდარ მელაძე.
გრიგოლიას ყვირილი (ბევრი ტატყანს რომ უწოდებს) დღეს ისეთ ანაქრონიზმად არ აღიქმება, როგორც მელაძის მანერა, რომელიც ქართული კინოს ყველაზე ყალბ და პათეტიკურ პერიოდს მოგვაგონებს: „ნუ დავით, ნუ გამახსენებ ლამისყანას"... 
მის ფეიკებზე აღარას ვიტყვი.
რაც მთავარია, დღეს, თურმე, „დემოკრატიისათვის იბრძვის" მელაძე - სააკაშვილის დროინდელი ტელევიზიის ერთ - ერთი ყველაზე ოდიოზური სახე?!
რატომ ღმერთი არ გაიცინებს?!
***
უმბერტო ეკოს რომანში ერთი პერსონაჟი მეორეს ეკითხება, თუ იცი, იესო რატომ არასოდეს იცინოდაო?
პასუხი ასეთია: ამაზე საუკუნეებია, კაცობრიობა თავს იმტვრევს და ვერ აუხსნიაო.
და ჩვენ გვინდა, რომ იესომ ამათ უღირსობაზე გაიცინოს?!
არ გაიცინებს!
***
და მთავარი:
დღეს საქართველოში აღვირახსნილი მედიის დიქტატურაა.
ღირსეული ჟურნალისტები კი ჩრდილში არიან - უმუშევარნი, დაჩაგრულნი, დაბეჩავებულნი...
ეს - იმ დროს, როცა ბუკაც კი ჟურნალისტობს. 
და ვიდრე ასეა, საქართველოს სიმშვიდე არ უწერია...