იოსებ ჭუმბურიძე: იქნებ დადიანების გაპარტახებული სასახლეც არ უნდა აღედგინა ,,ქართუს''?!

იოსებ ჭუმბურიძე: იქნებ დადიანების გაპარტახებული სასახლეც არ უნდა აღედგინა ,,ქართუს''?!




იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):

ეს არ ვიცოდი:
თურმე, დადიანების სასახლეში გამართული ულამაზესი საშობაო მეჯლისი არ მოსწონებიათ - უმეტესად, არშემდგარ მსახიობებს. 
სიამოვნებით მივუსამძიმრებდი ფრიად უნუგეშო მდგომარეობაში მყოფთ, მაგრამ ჯერ ამას ვეტყოდი:
გაჭირვებულ ქვეყანაში თქვენი (მესამე) პრეზიდენტი ბოტოქსებში უფრო მეტ ფულს ხარჯავდა, ვიდრე ეს თვალწარმტაცი მეჯლისი დაჯდებოდა.
იქნებ დადიანების გაპარტახებული სასახლეც არ უნდა აღედგინა „ქართუს"?!

***
გაჭირვებასაც ეშველება;
გაპარტახებულ სასახლეებსაც აღადგენენ;
მეჯლისებიც გაიმართება...
მაგრამ ამათ რა ეშველებათ, ამ საცოდავებს?!