იოსებ ჭუმბურიძე: მურმან ლებანიძე გამახსენდა - ,,ათასი ჯურის უნიჭობა იბრძვის, ფაფხურობს''

იოსებ ჭუმბურიძე: მურმან ლებანიძე გამახსენდა  - ,,ათასი ჯურის უნიჭობა იბრძვის, ფაფხურობს''




იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):

როცა სანდრო გირგვლიანი განსხვავებული აზრის გამო მოკლეს, ანიტა რაჭველიშვილს არ უთქვამს, ქართულ სცენაზე ჩემი ფეხი აღარ დაიდგმებაო;
პირიქით, სიამოვნებით უგალობდა დიქტატორს.
***
ეს, შემთხვევით, ის დეა მეტრეველი ხომ არ არის, ვის გამოც ნიკა რურუამ „ოცნების" კულტურის მინისტრს შეუთვალა, არ გაბედო და ხელი არ ახლოო?! ის დეა მეტრეველი, ფრანკფურტში, წიგნის საერთაშორისო ბაზრობაზე, მხოლოდ ნაცების მომხრე მწერლები რომ დაჰყავდა?! 
***
რაც შეეხება ლაშა ბუღაძეს, ეს ნამდვილად ის ლაშა ბუღაძეა, წმინდა მეფე თამარზე რომ დაწერა: „ოხერი სენით ის ადგილი შეუბილწა განგებამ, საიდანაც მემკვიდრე უნდა გამოეგდო"...
***
მაია სტეფნაძეზე რაღა უნდა ვთქვათ?! 
დღევანდელობამ, თურმე, გამსახურდიას პერიოდი მოაგონა, სააკაშვილის ეპოქა და ჩარეცხილები კი, რატომღაც, ვერ გაიხსენა (?!).
სხვათა შორის, გამიკვირდა, გიორგი სავანელს ამაზე რეაქცია რომ არ ჰქონდა. აწ უკვე „ლელოელი" მეტრეველის მიმართ მისმა თაყვანისცემამ კი მთლად გამაოგნა.
***
რაც შეეხება ინგა გრიგოლიას, მან ამჯერადაც წააგო თეა წულუკიანთან - 0 : 2
***
და კიდევ: ამჯერადაც შეუდარებელი იყო თამარ ივერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საშუალო ნიჭის ამბიციურ ხელოვანთა ინტრიგებზე საუბრობდა. მურმან ლებანიძე გამახსენდა: „ათასი ჯურის უნიჭობა იბრძვის, ფაფხურობს"...