იოსებ ჭუმბურიძე: ნაცები თეა წულუკიანის მინისტრობას ეწინააღმდეგებიან(?!)

იოსებ ჭუმბურიძე (პროფესორი):
ნაცებს პეტიცია თუ (პეტნაცია?!) შეუდგენიათ -
თეა წულუკიანის მინისტრობას ეწინააღმდეგებიან(?!).
ამ თანამდებობას არ შეეფერებაო(?!)
***
თურმე, შაშკინი შეეფერებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობას!!
თურმე, ვერონიკა და ხათუნა შეიძლებოდა, მინისტრები ყოფილიყვნენ?!
თურმე, გოკ - ნიკები შეეფერებოდნენ?!
თეა წულუკიანი კი არ შეეფერება?!
***
მე გადავხედე ხელმომწერთა სიას.
ერთი სახელ-გვარიც არ მეცნო - არც კულტურის, არც სპორტის სფეროდან.
და ვისი ეგიდით დგება და ვრცელდება ეს პეტიცია?! - რა თქმა უნდა, ე. წ. „მთავარის" ეგიდით.
ანუ ყველაფერი გასაგებია.
მათი აწრიალ - აფუთფუთება მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ქართულ კულტურას, სპორტს, ძეგლთა დაცვასა და ახალგაზრდულ საქმეებს სწორედ თეა წულუკიანის მინისტრობა სჭირდება.
***
თეა წულუკიანის მინისტრობას კი პეტიცია არ სჭირდება.
თუ დასჭირდება, ისეთს შევადგენთ და ისეთი სახელ - გვარებით, რომ „ცამ ქუხილი დაიწყოს", გვარამიამ კი - წკავწკავი!..