ირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობა'' თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული

ირაკლი კობახიძე: ,,ნაციონალური მოძრაობა'' თვითგანადგურების რეჟიმზეა გადასული




საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი კობახიძე:

„ბუნებრივია, კრიზისია, ისინი თვითგანადგურების რეჟიმზე არიან გადასულები. დღეს უკვე ვიხილეთ სისრულეში მოყვანილი ერთ-ერთი პარტიის თვითგანადგურება. რეალურად, “პატრიოტთა ალიანსმა” საკუთარი თავი გაინადგურა იმით, რაც გუშინ გააკეთა, როდესაც საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვეს. ეს პროცესი “ნაციონალურ მოძრაობაში” ახლა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ თვითგანადგურების პროცესი წარმატებით დასრულდება. “ევროპული საქართველო” ისედაც განადგურებულია. ეს ყველაფერი ჯანსაღი პოლიტიკური პროცესია და, საბოლოოდ, ჯანსაღი პოლიტიკური სპექტრი უნდა ვიხილოთ”.