ირაკლი ლატარია: თქვენ არ ხართ ჩემს ქვეყანაში ცხოვრების ღირსნი - არა!!!

ირაკლი ლატარია: თქვენ არ ხართ ჩემს ქვეყანაში ცხოვრების ღირსნი - არა!!!




ირაკლი ლატარია (ანალიტიკოსი):

ის, ვინც ილიჩევას და მელაშვილს ამართლებს, პირდაპირ ან ირიბად ეთანხმება, რომ ჩიჩხიტური და გარეჯის ნაწილი არ არის საქართველო!!! 
ყველა სიტყვას, ქმედებას, დამოკიდებულებას ამ თემასთან დაკავშირებით, აუცილებლად გაგახსენებთ ყოველთვის - ყველგან!!!
ჩვენივე სამშობლოში, ჩვენივე თანამემამულე ხელს აწერს აზერბაიჯანის სასარგებლოდ და რუსისა და მანამდე თურქის ოკუპაცია გიკვირთ? 
დღემდე როგორ ვართ შენარჩუნებული როგორც სახელმწიფო, ეგ მიკვირს და არა ის, რასაც ახლა ვხედავ.  
მართლაც გაუგონარი რამის მომსწრენი ვართ, საქართველოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეგნებულად ან/და უნებურად ტერიტორიების განსაზღვრის ნაწილში დგას აზერბაიჯანის მხარეს და ეს საზოგადოება თვალზე აკრული ლენტით ქუჩაში გამოდის სლოგანით: ,,აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა".
გული მერევა თქვენზე, თქვენ არ ხართ ჩემს ქვეყანაში ცხოვრების ღირსნი - არა!!!