ირაკლი ქარსელაძე: „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში აჭარაში ახალი შესაძლებლობები გაჩნდება

ირაკლი ქარსელაძე: „განახლებული რეგიონები“-ს ფარგლებში აჭარაში  ახალი შესაძლებლობები გაჩნდება




პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგამის „განახლებული რეგიონები”  ფარგლებში  აჭარაში  ახალი შესაძლებლობები გაჩნდება ეკონომიკური განვითარებისთვის, მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მეტი ჩართულობისთვის და ვიზიტორებისთვის - კიდევ უფრო საინტერესოდ გაატარონ შესაბამისი პერიოდი რეგიონში- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური კომისია უკვე  ადგენს იმ მდებარეობებს, სადაც  ახალი სახელმწიფო პროგრამით გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიები არქიტექტურულ-ურბანულ პროექტებს დაამუშავებენ, შემდეგ კი მათ სამშენებლო კომპანიები განახორციელებენ.

ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, რომ  პროგრამის „განახლებული რეგიონები”  ფარგლებში  ბათუმში შეიქმნება ახალი ბულვარი და მოეწყობა  მწვანე სივრცე, რაც ხელს შეუწყობს როგორც არსებული განაშენიანებების რეკრეაციული კუთხით უზრუნველყოფას, ასევე  ახალი განაშენიანებების კიდევ უფრო ინტენსიურად განვითარებას.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, ბულვარის მოწყობასთან დაკავშირებით ასევე საინტერესო პროექტი აქვს ქობულეთის მუნიციპალიტეტს.

 „ქობულეთში,  იქ სადაც დღეს რეალურად არაფერი არის და ამავდროულად დიდი პოტენციალია,  ბულვარის საინტერესო კონცეფცია რეკრეაციული სივრცის გარდა დატვირთული სპორტული, გამაჯანსაღებელი და  სხვა ფუნქციური ელემენტებით, რაც საშუალებას მისცემს ბავშვებს, სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს უფრო საინტერესოდ გაატარონ დრო“,- აღნიშნა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძემ დადებითად შეაფასა ასევე  ხულოს მუნიციპალიტეტის პროექტი და იმედი გამოთქვა, რომ ტენდერში მონაწილე არქიტექტურული და ურბანული კომპანიები შეძლებენ მდებარეობის  თვისებრივად ბევრად უფრო საინტერესოდ, ფუნქციურად და ახალი შესაძლებლობებით დატვირთვას.

„მთლიანობაში, ის აღმშებნებლობის პროცესი, რაც აჭარის  ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარეობს, მათ შორის ისეთი მსხვილი პროექტები როგორიც არის ხულო-ზარზმა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც უსაფრთხო გადაადგილებას, ტურისტების რაოდენობის გაზრდას და ძირითადი ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას,  არამედ უშუალოდ ხულოს ინფრასტრუქტურის,  როგორც ტურისტული მდებარეობის მნიშვნელოვნად განვითარებას“,- განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონები” ფარგლებში შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ხელმძღვანელობით,  

 უკვე გაიმართა აჭარაში, იმერეთში, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში და ოზურგეთში. მომდევნო კვირიდან კომისიები აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში გაიმართება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, ახალი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტისთვის ტენდერები 28 აპრილს გამოაცხადა. ტენდერების ღირებულება 160 მილიონი ლარს შეადგეს.