ირაკლი ქარსელაძე: პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტების შერჩევა-შეფასების ეტაპი

ირაკლი ქარსელაძე: პროგრამა ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში 63 მუნიციპალიტეტში  მიმდინარეობს პროექტების შერჩევა-შეფასების ეტაპი




,,წინა კვირას 63-ვე მუნიციპალიტეტში პროექტებზე გამოცხადებულ ტენდერებში დაფიქსირდა პრეტენდენტი , შესაბამისად, პროცედურით უკვე მიმდინარეობს შერჩევა-შეფასების ეტაპი.  გამოვლინდებიან გამარჯვებულები, რომლებიც უკვე კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში შესაბამის საპროექტო დოკუმენტაციას მოამზადებენ და ასევე განხორციელდება აღნიშნული პროექტების მშენებლობა-რეაბილიტაცია-რესტავრაცია”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის  შემდეგ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერ მინისტრის ინიციატივით დაწყებული ახალი სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს. 
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.