ირაკლი ქარსელაძე: სტიქიის შედეგად დაზიანებული ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები დასრულდება ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით

ირაკლი ქარსელაძე: სტიქიის შედეგად დაზიანებული ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები დასრულდება ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით




შატილისკენ მიმავალ გზაზე პროექტით გათვალისწინებული ყველა სამუშაო დასრულებულია გეოლოგიური შესწავლის შესაბამისი ხარისხით, ქვათა ცვენა კი განვითარდა წლევანდელი ხანგრძლივი ზამთრის შემდეგ, სტიქიური მოვლენის შედეგად, რაზეც რეაგირება მოხდა მყისიერად, -ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის გაწმენდითი და დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება და დასრულდება ყველა საჭირო რესურსის გამოყენებით.

ამ ეტაპზე, ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზა გაწმენდილია 90-ე კმ-მდე, სადაც სუსტი გრუნტების გამო ჩამოშლილია დიდი ოდენობით შვავი და კლდის მასა. მონაკვეთი სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად აღდგება და და საავტომობილო გზა სავარაუდოდ 2 კვირაში გაიხსნება.