ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად

ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად




ირაკლი ღარიბაშვილი (საქართველოს პრემიერ-მინისტრი):

შეხვედრა გავმართე ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციასთან, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს.
ვისაუბრეთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. 
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე. 
სენატორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. 
შეხვედრაზე განვაცხადე, რომ მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმების ერთგულია და მისი განხორციელებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს. 
კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი წარმოადგენს ორპარტიულ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.