ირაკლი ღარიბაშვილი: რაღაცას წვალობს ბატონი მელია

ირაკლი ღარიბაშვილი: რაღაცას წვალობს ბატონი მელია




რაღაცას წვალობს ბატონი მელია - როგორც ჩანს, ვერ ჩამოყალიბებულა, უნდა თუ არა, რომ გადაიხადოს გირაო,- ეს განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა ისიც, რომ ყველა მოქალაქე, განურჩევლად პოლიტიკური თუ სხვა კუთვნილებისა, კანონს უნდა დაემორჩილოს.
„გვარს არა აქვს მნიშვნელობა - იქნება მელია, თუ სხვა გვარის წარმომადგენელი... ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც კანონებით იმართება. შესაბამისად, ყველა ის მოქალაქე, ვინც აცხადებს, რომ არ ემორჩილება კანონს და სახელმწიფო ინსტიტუტებს, პასუხი არის ძალიან მარტივი: - სახელმწიფო კანონების შესაბამისად მოქმედებს.
ყოვლად მიუღებელია უტიფარი განცხადებები, რომელიც ამ დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლისგან მოვისმინეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ღარიბაშვილმა.