ირაკლი ღარიბაშვილი: შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში შემსუბუქდება

ირაკლი ღარიბაშვილი: შეზღუდვების დიდი ნაწილი მიმდინარე კვირაში შემსუბუქდება




„ამ კვირაში გვექნება პირველი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, სადაც გამოვაცხადებთ კონკრეტულ შემსუბუქების ღონისძიებებს“, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" სხდომაზე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„შემსუბუქებები ამ კვირიდანვე ამოქმედდება მჭიდრო კოორდინაციით და ეპიდემიოლოგების, ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით. რაც შეეხება კითხვას, - როდის შემოვა ვაქცინა - პირველი ვაქცინა, როგორც მე ჯანდაცვის მინისტრისგან მოვისმინე, მარტში შემოვა და წლის ბოლომდე ჩვენი მოსახლეობის 60%-ს ჩავუტარებთ ვაქცინაციას. რა თქმა უნდა, ეს ნებაყოფლობითი იქნება“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.