ირაკლი ღარიბაშვილი: 1-ელი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა

ირაკლი ღარიბაშვილი: 1-ელი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა




საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი:

„იმდენად მდარე ხარისხის განცხადებები მოვისმინე ოპოზიციის მხრიდან, უხერხულიც კი არის, მოსახლეობისთვის ამ თემაზე გავაკეთო განმარტება, მაგრამ ვინაიდან არაერთგზის შეეხნენ ამ თემას, მინდა კიდევ ერთხელ განმარტება და მოსახლეობას კი არა, ოპონენტებს შევახსენო, რომ 1-ლი ოქტომბერი არის ქართველი წმინდანის – ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღე და ბიძინობა. ყველასთვის არის ცნობილი, რომ ეს არის დღე, როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ, ქართველი წმინდანის, ბიძინა ჩოლოყაშვილის ხსენების დღეს. სწორედ აქედან გამომდინარე და ამ კონტექსტში ვახსენე მე აღნიშნული თარიღი და ბიძინობა”.