ირინა, ანუ გაჭირვებული ირინე

ირინა, ანუ გაჭირვებული ირინე




"ჭუტავიზიის" ეთერში ზის ირინა (ირინე) სარიშვილი და თავისი მამაკაცური ხმით ამბობს:

"სალომე ზურაბიშვილის ჭკუით სავსე განცხადებები სასაცილო არ არის. რასაც ამბობს, ეს არ არის ინტელექტის ან გონების ნაკლებობა,  ეს გამიზნულად ემსახურება რუსულ ოპერაციას ".

დიახ, ირინა (ირინე) სარიშვილი სალომე ზურაბიშვილზე ამბობს, რუსულ ოპერაციას ემსახურება, როცა აცხადებს, გარეჯი საქართველოაო!

ესე იგი, როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გარეჯი საქართველოა, გამიზნულად ვემსახურებით რუსულ ოპერაციას, რომელიც დაიგეგმა კრემლში!

ანუ... კრემლში დაგეგმეს, რომ გარეჯი საქართველოა!

გაიგონეთ?

კრემლში და შემდეგ ფეესბეში... ან ეფესბეში!

ამას ამბობს ირინა (ირინე) სარიშვილი თავისი ბომჟური ინტონაციით!

ირინა (ირინე) ამბობს, იგორ გიორგაძის პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც უამრავი ადამიანი ჩაითრია ავანტიურაში და შემდეგ დააჭერინა!

ეხლა ეს ირინა (ირინე), რომელმაც ჯერ ზვიად გამსახურდია დაამხო, შემდეგ კი იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი გახდა, "ჭუტავიზიაში" უზით და ჭკუას ეკითხებიან!

ჰა, ჰა, ჰა!

ირინასა, კაცო... ირინასა და ირინესა, გაჭირვებულსა, გამოშტერებულსა, რუსეთის დანომრილ აგენტსა...  ჭკუას ეკითხებიან!

რათა მკლავთ სიცილით, თქვე კეთილებმოტ...ნულებო, რა გინდათ ჩემგან?!

გელა ზედელაშვილი