იუსტიციის მინისტრი: ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს

იუსტიციის მინისტრი: ვერავის მივცემთ უფლებას, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს




რატი ბრეგაძე ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და განმარტავს, რომ  არავის მიცემს უფლებას,  მიხეილ სააკაშვილის  ჯანმრთელობის შესახებ ცრუ ინფორმაცია გაავრცელოს.

,,როდესაც ვინმე ცდილობს გაავრცელოს ტყუილი, შეიყვანოს შეცდომაში ჩვენი საზოგადოება, რომ თითქოსდა მას არ ეძლევა რაიმეს შეძენის უფლება, ის შიმშილობს, მისი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე და მას ყურადღებას არ აქცევენ, ბუნებრივია, ამის უფლებას ვერავის მივცემ", _განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძემ  ასევე აღნიშნა, რომ პენიტენციური სამსახურის კვალიფიციური სამედიცინო დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან გატარდება ყველა საჭირო ღონისძიება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის დაცვის მიზნით.

,, აქვე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს კვალიფიციურ თანამშრომლებს ,რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ თითოეულ პატიმარზე და, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილზე. და ის, როგორც მოშიმშილე, იმყოფება მუდმივი სამედიცინო დაკვირვების პროცესში“, - განაცხადა ბრეგაძემ.