კალიფორნიის შტატი ჯანდაცვის სექტორისთვის ბუსტერ-დოზის ადმინისტრირებას სავალდებულოს გახდის

კალიფორნიის შტატი ჯანდაცვის სექტორისთვის ბუსტერ-დოზის ადმინისტრირებას სავალდებულოს გახდის




კალიფორნიის შტატის ადგილობრივი მთავრობა, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირებისთვის კოვიდ19-ის საწინააღმდეგო ბუსტერ-დოზის ადმინისტრირებას სავალდებულოს გახდის. 
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისი განცხადება უკვე გაავრცელა საკუთარი ტვიტერის გვერდზე შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა.  
„კალიფორნიის შტატი, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებულებისთვის ბუსტერ-დოზებით ვაქცინაციას სავალდებულოს გახდის. „ომიკრონით“ ინფიცირების შემთხვევების ზრდის ფონზე, გვიწევს სასწრაფო ზომების მიღება კალიფორნიელების დასაცავად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ ჰოსპიტალური სექტორი ჯეროვნად იყოს მომზადებული“- აღნიშნა შტატის გუბერნატორმა. 
აღნიშნული განცხადება გუბერნატორმა მას შემდეგ გააკეთა, რაც შტატში მდებარე ერთ-ერთ ტესტირების ცენტრს ეწვია და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნო.
შეგახსენებთ, რომ კალიფორნიაში „ომიკრონის“ შტამის დაფიქსირების შემდეგ კოვიდრეგულაციები სულ უფრო მკაცრდება, თუმცა ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი კვლავ მატულობს.