კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში

კახა კალაძე პოლიტიკურ ოპონენტებს: თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში




„არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნებზე პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ მისი კანდიდატურის დასახელებისას გააკეთა.  

თბილისის მერის თქმით, მისი პოლიტიკური კარიერის ჩამოყალიბებაში წვლილი მის ოპონენტებსაც მიუძღვით.

„აქვე მინდა მივმართო ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებს - თქვენც მიგიძღვით წვლილი ჩემი პოლიტიკური კარიერის ფორმირებაში. არამარტო ჯანსაღმა, არამედ არასამართლიანმა კრიტიკამაც ბევრი რამ მასწავლა, როგორც პოლიტიკოსს“, - განაცხადა კახა კალაძემ.