კახა​ კალაძის​ ბრიფინგი

კახა​ კალაძის​ ბრიფინგი

პირველ რიგში მადლობ­ას ვუხდი თითოეულ ამო­მრჩეველს, თითოეულ თბ­ილისელს, ​ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ყვე­ლა საარჩევნო ოლქში, ვინც უკვე დააფიქსირა საკუთარი პოლიტიკური არჩევანი და მხარი დაუჭირა ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვით­არებას.

ამ დროისთვის 20-ვე ოლქში, სადაც მეორე ტურები იმართება საერთო ჯამში მშვიდი ვითარ­ებაა და მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფალ, მშვიდ გარე­მოში გააკეთონ საკუთა­რი არჩევანი.

ზოგიერთ ქალაქში შეი­ნიშნება სიტუაციის და­ძაბვის მცდელობა და სამწუხაროა, რომ ეს მც­დელობები ძირითადად გარკვეული მედიასაშუა­ლებების წარმომადგენე­ლთა მხრიდან მოდის.

ამიტომ მოვუწოდებ მათ მისცენ მოქალაქეებს საშუალება მშვიდ გარ­ემოში გააკეთონ საკუთ­არი პოლიტიკური არჩე­ვანი და აქვე განვმარ­ტავ, როგორც მათთვის, ისე ყველა მედიასაშუ­ალებისთვის, პირველ რიგში კი საარჩევნო პროცესში ჩართული ადამ­იანებისთვის:

საქართველოს კანონმდ­ებლობით მოქალაქეებს, მათ შრის პარტიის აგ­იტატორებს​ და აქტივ­ისტებს აქვთ ფოტოსურა­თებიანი სიების ქონის და ამ სიების მიხედ­ვით ამომრჩევლების აღ­რიცხვის უფლება. ეს არ არის​ ​ არავითარი დარღვევა და ამიტომ, ნურავინ შეეცდება ამ საბაბის გამოყენებით რაიმე დაძაბულობის შექმნას.

კიდევ ერთხელ მოვუწო­დებ ამ ადამიანებს, ეს იქნება ჩვენი პარტი­ის წევრები, აგიტატორ­ები. მეგობრებო, თქვ­ენ გაქვთ ამის უფლება კანონიერი იქონიოთ ეს სიები და ის 100 მე­ტრიანი რადიუსი, რაც არის იდგეთ და გააგრ­ძელოთ თქვენი საქმიან­ობა. არანაირ პრობლემ­ას არ წარმოადგენს.

აქვე კიდევ ერთხელ მა­დლობას ვუხდი ჩვენს თითოეულ მხარდამჭერს და მოვუწოდებ კიდევ უფ­რო მეტი აქტიურობისკ­ენ.

ყველა, ვისთვისაც მნ­იშვნელოვანია ჩვენი ქალაქების, ჩვენი მუნი­ციპალიტეტების მომავა­ლი უნდა გამოვიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოლიტიკური პოზიცია.

გამარჯვება უნდა მივ­იყვანოთ ბოლომდე!​