კახა ძაგანია: ჩემი სტუდენტების საკანონდებლო წინადადება მიღებულია





,,საოცრად გახარებული ვარ, ჩემი სტუდენტების საკანონმდებლო წინადადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მიიღო. ყოჩაღ, გოგოებო და მადლობა, რომ ასეთი კარგები ხართ'', - ამბობს პარტია ,,მემარცხენე ალიანსის'' ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი კახა ძაგანია:  

,,იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორების საკანონმდებლო წინადადება მიღებულია, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ცვლილებებსა და დამატებებს ითვალისწინებს. საკითხი ეხება უბილეთო არასრულწლოვანი მგზავრის დასჯის გაუქმებას''.