კობა კობალაძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გამართა

კობა კობალაძემ სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან შეხვედრა გამართა




მიმდინარე წლის 19 ივლისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ რეგიონებში მისი გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ბესიკ ამირანაშვილთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. 
მხარეებმა ისაუბრეს ყველა იმ გამოწვევაზე, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების წინაშე დგას და რომელთა გადაჭრის გზებიც, ერთობლივი ძალისხმევით უნდა შემუშავდეს; კობა კობალაძემ, მასპინძელს გააცნო ყველა ის პროგრამა, რომლებსაც სამსახური, ბენეფიციართა სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით, მთავრობასთან და შესაბამის უწყებებთან ერთად ახორციელებს და რომელთა გაზრდისთვის, ყველა დონეზე, ნაყოფიერი მუშაობა მიმდინარეობს.
????ბესიკ ამირანაშვილმა, თავის მხრივ, სტუმარს გააცნო ის პროექტები, რომლებსაც რეგიონში, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, ვეტერანთა მხარდასაჭერად ახორციელებენ და უფრო მეტი თანადგომა აღუთქვა; კობა კობალაძემ ბესიკ ამირანაშვილს ვეტერანთა სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სამშობლოს ერთიანობისთვის მებრძოლთა წინაშე არსებული გამოწვევების უფრო ეფექტურად დასაძლევად, პროექტებს, ერთიანი ძალისხმევით შეიმუშავებენ და ურთიერთთანამშრომლობას უფრო მეტად გააღრმავებენ.
შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩევლები, ვლადიმერ იმნაძე და დავით თევზაძე.
სამსახურის დირექტორის გეგმიური შეხვედრები რეგიონებში მცხოვრებ ვეტერანებთან და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, მიზნად ისახავს, სამსახურის ბენეფიციართა სოციალურ- ეკონომიკურ და ჯანდაცვის სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად სხვადასხვა უწყებების მეტი ჩართულობის უზრუნველყოფას და უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმას.