კობა ნაყოფია - ოქროს კვერცხების მდებელი ,,ნაცების'' ოგვაჯეში

კობა ნაყოფია - ოქროს კვერცხების მდებელი ,,ნაცების'' ოგვაჯეში




„ნაცპოლიტიკოსები“ ისე იქცევიან, თითქოს საერთოდ არ არსებობდა 7 ნოემბერი, 26 მაისი, სამართალდამცავი თუ ზონდერბრიგადების მიერ უმოწყალოდ ჩახოცილი ახალგაზრდები, ციხე-კოლონიებში ნაწამები და დახოცილი „მოწინააღმდეგეები“, თითქოს, არც გაუგონარი ტერორის ქვეშ, ბიზნეს „ახეული“ბიზნესმენები არსებობდნენ. რაც კი სიბინძურე არსებობს, ყველაფრის შემომქმედი ნაცპოლიტიკოსები, ძალღონეს და ფანტაზიას არ იშურებენ სამი ასო დააწერონ შუბლზე თავის ამომრჩევლებს და როგორმე დამაგრდნენ იმ პოლიტიკურ დაფაზე საიდანაც მათი ბელადი ცხრა წელიწადია სამუდამოდ დასრიალდა და სხვადასხვა ქვეყნებიდან, სწორედ მათ საზიანოდ აკეთებს „წვეტიან“ განცხადებებს. 
მიხეილ შინმოუსვლელის ბოლოდროინდელ განცხადებას პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა – „ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობით ძალიან კარგად. მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, გარემონტებულ ციხეში სხვათა შორის. ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ ყველას. კიდევ ერთი მინდა ვთქვა, კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს, ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და სტუმარი მიატოვა და მიწაზე იფორთხიალა. შემდეგ გახსოვთ ცნობილი კადრები, უკრაინაში როგორ ათრიეს თმებით. ასე, რომ ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია ჩვენში მხოლოდ ღიმილს იწვევს. თუ ჩამოსვლა უნდა ჩამოვიდეს, რატომ ვერ ჩამოდის, 9 წელი გავიდა. იმიტომ, რომ კურდღელია, ლაჩარი და მშიშარა კაცია“. დიახ, მიხეილის ლაჩრობის ფაქტები, ციხის კადრები მთელმა მსოფლიომ იხილა, ასევე, სხვა ქვეყნებისთვის ცნობილი გახდა სააკაშვილის და მისი ბანდის ფასადური პოლიტიკის მიღმა, რამდენი განსაკუთრებით მძიმე დანაშაული იმალებოდა, რომლის შემომქმედები სწორედ მიხეილი და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები გახლდნენ. 
2012 წელს ჩასვრილმა ნაცებმა რომლებიც გარკვეული პერიოდი ქუჩაში გასვლასაც ერიდებოდნენ, მოკლე დროში ჩამოიბანეს სისხლი და სხვა სიბინძურეც. დღეს, მათ მიერ უკანონოდ მითვისებული ბიუჯეტის თუ გატყავებული მოსახლეობის ასობით მილიონი დოლარის წყალობით, მათ მიერ დაფინანსებული მედია უტიფრად ღაღადებს ნეპოტიზმზე, კორუფციაზე, რუსულ კავშირებზე და სხვა დაუსაბუთებელ დანაშაულზე რომლებსაც თითქოს ქართული ოცნების სახეები სჩადიან. 
ყველაზე მეტ სისულელეს, „მოწინააღმდეგის“ მისამართით სწორედ ისეთი ნაცპოლიტიკოსები ღაღადებენ რომლებსაც სინდისის ნატამალიც, რომ ჰქონდეთ საერთოდ უნდა დადუმებულიყვნენ. მაგალითად, „აქუს სალობიეში“, ხალხის და ქვეყნის ბედით დამაშვრალმა კობა ნაყოფიამ „ქართული ოცნების“მისამართით განაცხადა „დადგებიან, ლაპარაკობენ მაღალფარდოვან სიტყვებს მერე არ ახსოვთ, ატყუებენ ხალხს“. 
ნაყოფიას ძილი გაკრთობია, კურორტ მენჯის, ნოქალაქევის რეაბილიტაციის და სხვა სენაკში მოუგვარებელი პრობლემების გამო. დიახ, ის სენაკელებს გამარჯვების შემთხვევაში სამოთხეს პირდება თუმცა ჯოჯოხეთში მოსახვედრი სამოთხის რეკლამა, ნამეტნავად მოუძველდათ „ნაცპოლიტიკოსებს“… 
წარსულ მივიწყებული ნაყოფია, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დღემდე, აფინანსებდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა დონის არჩევნებს. ამბობენ, რომ მან, კახა ბენდუქიძის ერთ-ერთი კომპანიის საბანკო ანგარიშის მეშვეობით, რუსეთში ცხოვრებისას ერთი მილიონი დოლარი ჯერ კიდევ 2003 წელს „ვარდების რევოლუციას“ შესწირა. თავიდან ის ჟვანია-ბენდუქიძის ფავორიტი იყო, მაგრამ ჟვანიას სიკვდილის მერე, უკვე უშუალოდ სააკაშვილის „ბიჭუნად“ იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ კობა ნაყოფიას უკავშირდება 2007 წლის 30 ოქტომბერს სოფელ განმუხურში მომხდარი ინციდენტი. აღნიშნულ დღეს, ლამის შეტაკება მოხდა სააკაშვილის დაცვას, ადგილობრივ მოსახლეობასა და რუს ჯარისკაცებს შორის. 
სააკაშვილმა ჩაბანი გამოლანძღა და პერსონა ნონ-გრანტად გამოაცხადა: ხვალვე წაეთრიე აფხაზეთიდან – საქართველოს ტერიტორიიდანო. რუსი სამხედროები ნაცემი ძაღლებივით იდგნენ „საქართველოს მთავარსარდლის“ წინაშე. რუსი სამხედროების განიარაღებას მიშა უშიშრად უყურებდა. ჰოდა, მაშინ სააკაშვილის რეიტინგი, რომელიც კრიტიკულ ზღვარს ქვემოთ იყო, უცებ ავარდა.
ეს ამბავი ხდება 2007 წლის 27 ოქტომბერს, ზუსტად ექვსი დღის შემდეგ გაოპოზიციონერებული ირაკლი ოქრუაშვილი გამოვა „იმედით“ ინგა გრიგოლიას გადაცემაში და სააკაშვილს პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთასა და სხვა დანაშაულში ამხელს. აი, რატომ სჭირდებოდა მიშას სასწრაფოდ რეიტინგის აწევა და თან იმგვარად, რომ გმირად გამოჩენილიყო. მან უკვე იცოდა, რომ მალე ლამის გმირად გამოცხადებულ, რეიტინგულ ოქრუაშვილს უნდა შეტოქებოდა. მაშინვე გავრცელდა ხმები, რომ განმუხურის ინციდენტი დადგმული სპექტაკლი იყო. გავრცელებული ინფორმაციით, გენერალ სერგეი ჩაბანს სააკაშვილის გარემოცვიდან ერთი მილიონი დოლარი გადაუხადეს, განმუხურში ეს სპექტაკლი რომ გაეთამაშებინა. ეს თანხა კი კობა ნაყოფიამ გაიღო. მან ნაღდი ფული შავნაბადას რეზიდენციაში მიუტანა სააკაშვილს, რომელმაც თანხა გივი თარგამაძეს გადასცა. სცენარის ავტორიც და თანხის გადამცემიც თარგამაძე ყოფილა, ოღონდ მან გალელი ქართველი შუამავლის ხელით გაუგზავნა ფული ჩაბანს. 
ამის მერე სააკაშვილმა ნაყოფია პოლიტიკაში მოიყვანა. ბოლნისის მაჟორიტარობა 1,5 მილიონი დოლარი დაუჯდა კობას. მილიონი „ნაციონალებს“ მისცა, ნახევარი – საარჩევნო კამპანიას დაახარჯა. ნაყოფიას დიდი ფული აშოვნინა ხელისუფლებამ და მეწველ ფურადაც აქცია. ამბობენ, ბოლო სახელისუფლო პროექტი, ჰოლივუდური ბლოგბასტერი 2008 წლის ომის შესახებ – „აგვისტოს 5 დღე“ – ოცი მილიონი დაუჯდა ნაყოფიას შერონ სტოუნის ვიზიტიანადო. ნაყოფია აფინანსებდა მიხეილ სააკაშვილის უამრავ ახირებასა და ხუშტურს. ნაყოფია ყველა სურვილს უსრულებდა სააკაშვილს, თავისი ფულით დამატებითი კომფორტით უზრუნველყო პრეზიდენტის ისედაც სუპერკომფორტული „ბოინგი“, რომლის ინტერიერის შეცვლა არც ერთ სხვა პრეზიდენტს აზრად არ მოსვლია. ნაყოფიამ გადაუხადა ქორწილი სააკაშვილის ბიძაშვილს – ნიკა ალასანიას. იმ ოქროს და ძვირფასი ქვებით მოჭედილი ნივთების ჩამოთვლას, ვინ დაითვლის რომელთაც სააკაშვილი სხვადასხვა სტუმრებს თუ, უბრალოდ, ფავორიტ ქალბატონებს უძღვნიდა ნაყოფიას წყალობით. 
ამბობენ, ყველა იმ ქართველ, თუ უცხოელ ქალბატონს, რომელთაც მიშასთან ერთი ღამე მაინც გაუტარებია, შინ „ზარაფხანის“ დამღიანი ერთი ძვირფასი ნივთი ან სამკაული მაინც აქვსო. მოკლედ, მიშა გრიალებდა, ნაყოფია – იხდიდა. თუმცა, ბოლოს კობა ნაყოფია ნაცხელისუფლებამ მოიძულა. მას ჩამოართვეს „მადნეულისა“ და „კვარციტის“ ლიცენზიები, რომლებიც თავის დროზე უვადოდ გადასცეს… 
განაწყენებულმა ნაყოფიამ საკუთარი ბიზნესის უცხოეთში ფორსირებულად გატანა დაიწყო. ცხადია, ამას ბენდუქიძესთან შეთანხმების გარეშე ვერ იზამდა. არსებობს ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პერიოდში, განსაკუთრებულად იკლო „მადნეულში“ ოქროს მოპოვებამ, რეალურად კი ნაყოფია ცალკე მიშას უტეხავდა ფულს, ცალკე – ბიუჯეტს და ლონდონის ბირჟაზე, იქაურ ტრეიდერთა დახმარებით, სულ სხვა, ოშფორში დარეგისტრირებული კომპანიის სახელით ჰყიდდა, თანხას კი მარშალის კუნძულზე დარეგისტრირებულ სხვა კომპანიაში რიცხავდა.
ეს სქემა ვანო მერაბიშვილმა გაშიფრა და სააკაშვილს მოახსენა – სააკაშვილმა ნაყოფიას ღალატში დასდო ბრალი და განადგურებით დაემუქრა. მიშას, მაშინ ისიც გაახსენდა, რომ ნაყოფიამ ზრდილობიანი უარი უთხრა სააკაშვილს ერთ-ერთი ფსევდოოპოზიციური პარტიის მოსაქრთამი ფულის – ორი მილიონი დოლარის მიცემაზე, იმ მიზეზით, რომ ფული არ ჰქონდა იმ მომენტისთვის და მერე მეტს გადაიხდიდა. ამბობენ, რომ ეს ფული იმ ოპოზიციონერ ლიდერს დავით კეზერაშვილმა გადაუხადა. ასევე, ნაყოფიამ ჩაშალა ანაკლიაში ერთი სასტუმროს აშენების პროექტი, რომელიც შვიდი მილიონი დოლარი ჯდებოდა და აქაც იგივე მოიმიზეზა – გაისად ავაშენებ, ახლა მიჭირსო. 
მოკლედ, ნაყოფია მოტეხვას აპირებდა. სააკაშვილი მას მაფიოზური კანონებით უსწორდება და არა – სამართლებრივად. ნაყოფიას გამო სააკაშვილს ურთიერთობა კახა ბენდუქიძესთანაც გაფუჭებია, თუმცა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, შერიგდნენ, რადგან ერთი „მტერი“ ყავდათ. 
ნაყოფია საქართველოში 2005 წელს გამოჩნდა. ის რუსეთში კახა ბენდუქიძის მეგობრად და ბიზნეს-პარტნიორად ითვლებოდა. ბენდუქიძემ მოიყოლა ნაყოფია, როცა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. მათმა წყვილმა დიდი მარიფათი გამოიჩინა – ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების ნაწილი ჩალის ფასად ჩაიგდეს ხელთ. 
ნაყოფია სახელმწიფო აუქციონებსა და ტენდერებში მონაწილეობდა, კახა ბენდუქიძე და რუსი ბიზნესმენი გენერალოვი კი ჩრდილში რჩებოდნენ, თუმცა შეძენილ ქონებასაც და მოგებასაც იყოფდნენ. ერთ დროს ხელისუფლების ფავორიტმა ბიზნესმენმა კობა ნაყოფიამ (იგივე – ბენდუქიძე და გენერალოვი), სს „მადნეულის“ ოთხმოცდაჩვიდმეტი პროცენტი ორმოც მილიონად იყიდა. ამ კომპანიის ყიდვა ბადრი პატარკაციშვილსაც ჰქონდა განზრახული და ეკონომიკის სამინისტროში მისმა კომპანიამ „ენერგოინდუსტრია-კომპლექტმაც“ შეიტანა ტენდერში მონაწილეობის განაცხადი. ამ დროს ბენდუქიძე სახელმწიფო მინისტრია, ეკონომიკის მინისტრი კი ნაყოფიას კლასელი ირაკლი ჩოგოვაძეა. ბადრი პატარკაციშვილი ოცდათექვსმეტ მილიონ დოლარს იხდიდა „მადნეულში“, ხოლო ნაყოფიას კომპანია „პრომინვესტორი“ – ოცდათხუთმეტ მილიონს. 
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ჩოგოვაძემ ფარულად გახსნა „ინდუსტრია-კომპლექტის“ პაკეტი, ნახა პატარკაციშვილის სატენდერო პირობები და ბენდუქიძე-ნაყოფიას აცნობა. იმავე დღეს „პრომინვესტორმა“ ახალი პაკეტი შეიტანა სამინისტროში. როცა ტენდერი ჩატარდა, „პრომინვესტორმა“ გაიმარჯვა – ის ოთხი მილიონით მეტს იხდიდა „მადნეულის“ ოთხმოცდაჩვიდმეტ პროცენტში. საინტერესოა, რომ ნაყოფიას ამ ორმოც მილიონში „კვარციტის“ აქციათა ორმოცდაათი პროცენტიც ერგო – „მადნეული“ სწორედ „კვარციტის“ წილის ნახევარს ფლობდა. არადა, „მადნეულის“ შეძენა, თანაც გაცილებით უკეთესი პირობებით, სურდათ უკრაინულ, ამერიკულ, გერმანულ, იტალიურ და სამ ბრიტანულ კომპანიას. 
თუმცა „ბენდუქიძემ და კომპანიამ“ რეალურ ინვესტორებსა და იმჟამად ხელისუფლების არცთუ მორჩილ პატარკაციშვილს უსიტყვოდ მორჩილი ნაყოფია აირჩიეს. ამის შემდეგ კობა ნაყოფიამ უკვე „ეროვნული ზარაფხანა“ იგდო ხელთ. ესეც ჩოგოვაძისა და ბენდუქიძის მინისტრობისას მოხდა. 
რადგან „ეროვნული ზარაფხანა“ სტრატეგიული მნიშვნელობის სახელმწიფო ობიექტი იყო, მისი გაყიდვა ბენდუქიძეს არ შეეძლო, ამიტომ კომუნისტებისგან ისესხა ძველი სახელი და „საიუველირო ნაწარმის ქარხანა“ დაარქვა – „ეროვნული ზარაფხანა“ ამოვარდა სახელწოდებიდან და ობიექტს სტატუსიც მოეხსნა. ამის მერე, 2006 წლის მაისში, გაიმართა „ზარაფხანის“ აუქციონი, რომელშიც ისევ ნაყოფია-პატარკაციშვილი დაეჯახნენ ერთმანეთს. 
ნაყოფიამ ტენდერამდე ერთი კვირით ადრე დააფუძნა კომპანია „გოლდ ინვესტი“, სასწრაფოდ ორი მილიონი დოლარი აიღო სესხად „საქართველოს ბანკიდან“ და ასე მიიღო ტენდერში მონაწილეობა. ცხადია, „გაიმარჯვა“ და ორ მილიონ ორმოცი ათას დოლარად ჩაიგდო „ზარაფხანა“ ხელში. არადა, ეკონომიკის სამინისტრომ წინა წელს „ეროვნულ ზარაფხანაში“ ჩაატარა აუდიტი და მისი ქონება ორმოც მილიონ დოლარად შეფასდა. ტენდერის მერე აუდიტის დასკვნა გაქრა ეკონომიკის სამინისტროდანაც, იმჟამინდელი პრემიერის – ზურაბ ნოღაიდელის ოფისიდანაც და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეკონომიკური სამსახურიდანაც. ამბობდნენ, ეს ყველაფერი ბენდუქიძის ნამოქმედარიაო. 
იმ ქონებაზეც მოგახსენებთ, ორ მილიონ ორმოცი ათას დოლარად რომ მოიხელთეს ნაყოფიამ და მისმა მაფიოზმა ოლიგარქებმა. „ზარაფხანა“ დიღომში, ლუბლიანის ქუჩაზე მდებარეობს: ოთხ სართულიანი შენობა, დამხმარე სათავსო-ნაგებობები, ასამდე უნიკალური, ძვირადღირებული დაზგა-მაგიდა, რვა მილიონი დოლარის ოქროსა და ძვირფასი თვლების მარაგი, რომელიც „მხედრიონის“ პირობებშიც კი ხელუხლებლად დარჩა „ზარაფხანაში“, და კიდევ „ზარაფხანის“ კუთვნილი ოცდაათი ათასი კვ.მ მიწა დიღომში, ლუბლიანის ქუჩაზე, მის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წელს ერთი კვ.მ მიწის მინიმალური ფასი ორასოცდაათი დოლარი იყო. თუ ოცდაათ ათას კვ.მ-ს ორასოცდაათ დოლარზე გავამრავლებთ, აღმოჩნდება, რომ მარტო მიწა ექვსი მილიონ ცხრაასი ათასი დოლარი ღირდა. აი, ამხელა ქონება ჩაიგდო ხელში მართლაც და ჩალის ფასად კობა ნაყოფიამ. 
თუმცა ეს არ არის ყველაფერი. ტენდერის პირობების თანახმად, „გოლდ-ინვესტს“ უნდა დაეფარა „ზარაფხანის“ ექვსი მილიონი ვალი, რომელიც სახელმწიფოს მიმართ დაუგროვდა საწარმოს. არადა, კაპიკი არ გადაუხდია ნაყოფიას. თუმცა, ვალის გადახდის გრაფიკიც გაწერილი იყო. ნაყოფიამ თანაკლასელ ირაკლი ჩოგოვაძეს ცალკე მისწერა, ცალკე – ზურაბ ნოღაიდელს, – ქართული ოქროს წარმოება უნდა ავაღორძინოთო. მათაც ერთობლივად გადაწყვიტეს – ოღონდ ეგ საშვილიშვილო საქმე გააკეთე, ექვსი მილიონი რა სალაპარაკოაო, და ჩამოაწერეს სახელმწიფო ვალი. 
ქართულ მედიაში არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ჩატარდა, რითაც, პრაქტიკულად, დადასტურდა, რომ ნაყოფია და მისი ჯგუფი ინდოეთიდან და არაბეთიდან ეზიდებოდნენ იაფფასიანი ოქროს ნაკეთობებს და მერე „ზარაფხანის“ დამღით ყიდდნენ ვითომ ქართულ ნაწარმს. წალეკა ქართული ოქროს ბაზარი უხარისხო ოქრომ. „მადნეულში“ მოპოვებულ, „კვარციტში“ გადამუშავებულ ოქროს კი ნაყოფია უცხოეთში ეზიდება, რადგან მაღალი ხარისხისაა და ევროპაში კარგად იყიდებოდა…
დღეს, ნაყოფია ნეპოტიზმზე, დაქცეულ ეკონომიკაზე, კორუფციაზე, მოსახლეობის სიღარიბეზე და ათას დაუსაბუთებელ სისულელეზე „მსჯელობს“ და ამომრჩევლებს 2 ოქტომბრის „რეფერენდუმზე“რუსულ ოცნების მმართველობის დასასრულებლად „ეპატიჟება“. თან, კურორტ „მენჯს“ და არამარტო, დაადგა თვალი და სენაკელებს „აღორძინებას“ უტიფრად პირდება. აი, ასეთი მძიმე წარსულის მერობის კანდიდატები ყავთ ნაცებს და „ქართული ოცნება“ ნამდვილად სცოდავს იმაში, რომ მათ დღემდე ვერ მიუჩინა ის ადგილი რაც დამსახურებულად ეკუთვნით. დიახ, სწორედ ჩასაფრებული, ცილისმწამებელი, ქვეყნის და ხალხის დამაქცევარი ნაცლიდერები არიან დამნაშავეები ყველაფერ ცუდში რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. 

მარიამ ჯანჯღავა
,,საერთო გაზეთი''