ლადო ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილი სადავეებს გადასცემს ახალგაზრდებს

ლადო ბოჟაძე: ბიძინა ივანიშვილი სადავეებს გადასცემს ახალგაზრდებს




ლადო ბოჟაძე (სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი):

2011 წლის 11 დეკემბრიდან - 2021 11 იანვრამდე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლიდან - პოლიტიკიდან წასვლამდე. როგორი სახელმწიფო იყო საქართველო მაშინ და როგორია დღეს? ბევრს ალბათ დაავიწყდა, მაგრამ კიდევ უფრო ბევრს ძალიან კარგად გვახსოვს როგორი ავტორიტარული რეჟიმის პირობებში გვიწევდა ცხოვრება, სრულად გაკონტროლებული მედია და სამოქალაქო სექტორი, დატერორებული ბიზნესი, ფეხქვეშგათელილი ადამიანის უფლებები, სუსტი პოლიტიკური პარტიები და ოპოზიცია, დაკარგული ტერიტორიები, 2004 წლიდან 2012 წლის ჩათვლით გაყალბებული ყველა დონის არჩევნები, უამრავჯერ შეცვლილი კონსტიტუცია და ერთადერთი მიზანი-ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენა! 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ამომრჩეველი იმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში, ხალხისა და ამერიკელი მეგობრების ,,რჩევით" მიხეილ სააკაშვილი იძულებულია მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება. როგორია საქართველო დღეს? გამართული და ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი, ძლიერი პოლიტიკური და პარტიული სისტემა, თავისუფალი ბიზნესი, და ყველაზე მთავარი-სრულად დაცული და უზრუნველყოფილი ადამიანის უფლებები და ადამიანი - სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავი. ,,ქართული ოცნების" საპარლამენტო არჩევნებში მესამედ გამარჯვება კონკურენტუნარიან და თავისუფალ არჩევნებში, საქართველოს პარლამენტში არჩეული 9 საარჩევნო სუბიექტი ადასტურებს ქვეყანაში დემოკრატიის გაძლიერების შეუქცევად პროცესს. ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენის სურვილის მქონე ავტორიტარი მიხეილ სააკაშვილისგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი მიდის პოლიტიკიდან და ძალაუფლების სადავეებს გადასცემს ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდა ლიდერებს, რაც ერთგვარი გამოწვევაა 1 000 000 ამომრჩევლისთვის ვინც ხმა მისცა მმართველ გუნდს და 500 000 ამომჩეველისთვის ვინც ასევე უარი უთხრა ,,ნაციონალურ მოძრაობას". საქართველო გააგრძელებს დემოკრატიის განვითარებას, გააგრძელებს სწრაფვას ნატოსა და ევროკავშირისკენ. ღმერთმა დალოცოს საქართველო!