ლაშა ნაცვლიშვილი: ეროვნული ამოცანიდან გამომდინარე, ამ მიმოწერას ვასაჯაროებ

ლაშა ნაცვლიშვილი: ეროვნული ამოცანიდან გამომდინარე, ამ მიმოწერას ვასაჯაროებ




ლაშა ნაცვლიშვილი ("ქართული ოცნების“ კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში):

ინფორმაციის უვნებლობის სააგენტოს თხოვნით და ფეიკ-ნიუსის ტოქსიკური ნარჩენებისგან საზოგადოების დაცვის ეროვნული ამოცანიდან გამომდინარე, ამ მიმოწერას ვასაჯაროებ:
- ბატონო ლაშა, სალამი. ბექა ყორშია გაწუხებთ მთავარი არხიდან. თქვენი ჩაწერა მინდა, თუ წინააღმდეგი არ იქნებით.
- სალამი, ბექა. მომწერეთ რა გაინტერესებთ და თუ საჭიროდ ჩავთვლი, გიპასუხებთ.
- გადაცემა “პიანი ბაზარში”, შალვა რამიშვილს ეუბნებით ერთგან - ჩვენ ვართ მანიპულატორები, რას ვიზამთ, შეგვწევს ეს უნარიო. თქვენგან, როგორც მედია-პლატფორმის შემქნელისა და მესვეურისგან, ამის მოსმენა ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს. ამ თემაზე მინდა დავილაპარაკოთ. თუ დამთანხმდებით, ძალიან დამავალებთ. არ ჩამეწერებით?
- რასაკვირველია, არ ჩაგეწერებით, არც ამ და არც სხვა თემაზე, რადგან თქვენ არ ხართ მედია, თქვენ - "ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიც არ ხართ, თქვენ ხართ პარტიად წოდებული ამ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, მისი შეურაცხყოფის და დაცინვის სპეციალური სამსახური და ფეიკ-ნიუსის საწარმო. შესაბამისად, თქვენ არ შეიძლება ლეგიტიმური კითხვები გქონდეთ, - ეს ერთი! და მეორე - რომც აგიხსნათ და დრო დავხარჯო, მაინც ვერ გაიგებთ, რადგან არც დროს და სივრცის განცდა გაქვთ, არც კონტექსტის და ფორმატის, სხვა მაღალ მატერიებზე რომ აღარ ვილაპარაკოთ. თქვენ გაქვთ პარტიული დავალება და ცდილობთ, შეასრულოთ. შემიძლია, მხოლოდ გითანაგრძოთ, სხვა ვერაფრით დაგეხმარებით.