ლევან ნიკოლეიშვილი: თქვენ გინდათ, გარეჯი გაასხვისოთ?!

ლევან ნიკოლეიშვილი: თქვენ გინდათ, გარეჯი გაასხვისოთ?!




ლევან ნიკოლეიშვილი (ანალიტიკოსი):

ვინ ხართ თქვენ?
ცოტა აზრზე ხომ არ მოხვალთ? 
ან რაზე ლაპარაკობთ, ან რას ბჟუტურობთ? 
გასაგებია, რომ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოში „მოსულა“ რაც გინდა წამოყრანტალო - თეთრზე შავი თქვა, ოღონდ ფული იშოვო, ოღონდ თანამდებობა დაიკავო, ოღონდ მერე შენიანები დაასაქმო და ფული აშოვნინო, საბოლოოდ ქვეყანა დააქციო, ყველაფერზე ხარ წამსვლელი, მაგრამ... იმის შეფუთვაც, რომ გირაოთი გამოშვებული ადამიანი აპრიორი უდანაშაულოდ გამოაცხადო, მითუმეტეს, როცა გამოძიება ჯერ (!) დასრულებული არ არის. ესეც გასაგებია, შეიძლება ჭამოს და ყლაპოს ვინმემ კიდეც, მაგრამ... პირდაპირ ეთერში, მელაშვილი როცა გიცხადებს, რომ არა, არ არის დავით გარეჯი ჩვენი, რომ სადღაც ვიღაც ბერი თუ ერისკაცი კელიასთან სანთელს  დაანთებს,  ეს არ ნიშნავს, რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა, და უფრო მეტიც, ხაზს უსვამს, რომ ამას წყალი არ გაუვა... აქ კი მართლა მაინტერესებს - წამით, წამით მაინც არ გაგიჩნდათ სირცხვილის გრძნობა, რომ თურმე რაზე მსჯელობთ, უფრო სწორედ ტლიკინებთ? არ დაფიქრდით იმაზე, რომ არა ბერის თუ ბერების დანთებული სანთლები, რომ არა ერისკაცების მოქნეული ხმლები, რომ არა მათი სამშობლოსათვის შეწირული სულები, ახლა  საქართველო უფრო პატარა იქნებოდა?..
..თუმცა რა, თქვენ ხომ იმ დიად  ბელადს - სააკაშვილს ემსახურებით, რომელმაც ლიახვის ხეობის სოფლებს ქვა-ღორღი უწოდა! თქვენ ხომ ის ხალხი ხართ, ევროპარლამენტის რეზოლუციაში, საქართველომ დაიწყო ომიო - ამას მიეცით ხმა! მერე დროშები გაშალეთ და საქართველო ოკუპირებულიაო - იძახით. საინტერესოა, ვინ შეუწყო ხელი მის ოკუპაციას? პირდაპირ გეუბნებით, თქვენი პარტიულ-მავნებლური და პირადი ინტერესები თქვენთვის შეინახეთ, მაგრამ ერთი ადგილი დააყენეთ და საქართველოს ტერიტორიებს და მიწებს ნუ ეხებით, ეს თქვენი გადასაწყვეტი ნამდვილად არაა და არც  არასოდეს იქნება, ამას ქართველი ხალხი თვითონ გადაწყვეტს! ისე, აშკარად ჩანს, ძალიან, ძალიან გეშინიათ დღევანდელი ხელისუფლების, თითქოს და მათთან ბრძოლაში თქვენთვის ყველა მეთოდი მისაღები, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, საქართველოსა და სახელმწიფო ინტერესების  წინააღმდეგ არ თუ ნუ წახვალთ, არამედ არ წახვიდეთ, თორემ ვერდიქტი იმაზე მწარე გექნებათ,  ვიდრე არჩევნებზე გაქვთ!  
და ბოლოს, არ შემიძლია, მაინც არ გკითხოთ:
იმ ბერმა, აი, იმან, მელაშვილმა, რომ გვითხრა, სანთელს ანთებსო, საინტერესოა, სალოცავი ჩვენი საზღვრების გარეთ ააგო? 
როდის, ახლახანს, როცა გარეჯის საკითხი აქტუალური გახდა თუ საუკუნეების წინ? 
თუ საუკუნების წინ მისმა წინაპარმა ააგო? 
და იქ ილოცა? 
და შენ გინდა ეს გაასხვისო? 
იმ სიწმინდეებსა და მიწებზე ამბობ უარს, რომელიც შენმა წინაპარმა ააგო, ილოცა და დაიცვა?  
ვინ ხართ თქვენ?!