ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო

ლევან ნიკოლეიშვილი: სააკაშვილმა შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო




ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი ნოდარ მელაძის შაბათის გადაცემას ეხმაურება, სადაც გამოყენებულია ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფარული ჩანაწერი:

სააკაშვილმა თავისი შავი არქივიდან მორიგი ბინძური ფაბრიკაცია ამოაძრო და ფილდ-კომანდერ მელაძეს გადასცა გასავრცელებლად. აკი განადგურდა კასრებიო? აკი ნაცების მიერ 9 წლის ნაგროვები ჩანაწერების მონტაჟით აღარ მოწამლავენ ქართულ საზოგადოებასო? მიშამ რომ გააზიარა მელაძის ანონსი, სრულიად გასაგებია, ლომჯარია რომ არ ინტერესდება ამ ცილისწამების ქეისით, ესეც არაა გასაკვირი, მაგრამ ავტორიტეტული "საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფი ეკა გიგაური რომ აზიარებს ამ დანაშაულებრივ ფეიკ-ჩანაწერს - ესაა ყველაზე ამაზრზენი. როგორც ჩანს, ვერშემდგარი რევოლუციის, ვერდამტკიცებული „გაყალბებული“ არჩევნების, მელიას კბილებით და ხელებით ვერდაცვის,  მიტინგებზე ვერმოყვანილი ხალხის მერე, რუსული სცენარის და გეგმის აღმსრულებლებს, სააკაშვილის ბრძანების თანახმად, მხოლოდ პარლამენტის წინ კარვები და  მელაძის იაფფასიანი სიუჟეტები დარჩათ თავიანთი მცირერიცხოვანი მომხრეების გასამხნევებლად ან შესაშინებლად.