ლილოს დასახლებაში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ლილოს დასახლებაში სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია




ლილოს დასახლებაში, ჭირნახულის ქუჩის მიმდებარედ, საზოგადოებრივი  სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
აღნიშნული პროექტი,  დაახლოებით  10 800 კვადრატული მეტრის მოცულობის ფართობის კეთილმოწყობას გულისხმობს, რისთვისაც სამგორის გამგეობის ბიუჯეტიდან  312 687 ლარია გათვალისწინებული.
პროექტის მიხედვით,  ტერიტორია  სხვადასხვა დანიშნულების ზონებად დაიყოფა,  სადაც განთავსდება ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი სივრცე უფროსებისთვის და  სპორტულ გამაჯანსაღებელი მოედანი. ასევე, მოეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სრულად განახლდება გარე განათება,  დამონტაჟდება  სკამები და ურნები. პროექტით დაგეგმილია სასმელი წყლის შადრევნებისა და მწვანე ნარგავებისთვის სარწყავი წლის სისტემების მოწყობა.
მიმდინარე პროცესს სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე ადგილზე გაეცნო. 
სკვერის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „მალგიო“ ახორციელებს.