ლონდონში, კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციასთან შეტაკებები მოხდა

ლონდონში, კოვიდშეზღუდვების საწინააღმდეგო აქციაზე, პოლიციასთან შეტაკებები მოხდა




კვირას ლონდონში, კოვიდრეგულაციების გასაპროტესტებლად,  ფართომასშტაბიანი  აქცია გაიმართა.  თავდაპირველად აქცია მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით  ადგილზე ვითარება მაინც დაიძაბა, ადგილი ჰქონდა პოლიციასთან შეტაკებებსაც. 
საპროტესტო აქცია ლონდონის მთავარ ქუჩაზე - ოქსფორდის ქუჩაზე გაიმართა, რა დროსაც, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის,  ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებები გააპროტესტეს. შეკრებილები ერთხმად სკანდირებდნენ, რომ ე.წ. მწვანე პასპორტები „კლავს თავისუფლებას“. 
დაპირისპირება პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის სამთავრობო კვარტალში - დაუნინგ- სტრიტსა და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, მაშინ, როდესაც საპოლიციო ძალები უსაფრთხოების ნორმების დაცვას ცდილობდნენ. 
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში ბოლო კვირის მანძილზე კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. შემთხვევების უმეტესობა „ომიკრონის“ შტამით იყო გამოწვეული, რის გამოც ხელისუფლებას ახალი შეზღუდვების შემოღება დასჭირდა.