მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ურეკავს არხის ხელმძღვანელებს და ემუქრება, რომ არ მისცემს ფულს

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ურეკავს არხის ხელმძღვანელებს და ემუქრება, რომ არ მისცემს ფულს




„ზღვარის დაცვა ჩვენი ვალდებულებაა, ეს უფლება კია რ არის ჩვენი, ვალდებულებაა, რომ ისე მოვიქცეთ, როგორც ბოლო დღეებში ვიქცეოდით. ასეთი სტანდარტი დაიდო, რომ ჟურნალისტს შეუძლია პატიოსან პოლიტიკოსს დააბრალოს კორუმპირებულობა და თუ კი ის უპასუხებს, რომ მატყუარაა, ეს ზეწოლად ითვლება", – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ “ქრონიკასთან” საუბარში განაცხადა.

“დღეს იცით რა სტანდარტი იდება, ჟურნალისტს შეუძლია პოლიტიკური აქტორიც იყოს და ჟურნალისტიც იყოს იმიტომ, რომ მიხეილ სააკაშვილს ასე უნდა. მიხეილ სააკაშვილი ურეკავს არხის ხელმძღვანელებს და ემუქრება, რომ მაგალითად არ მისცემს ფულს. ხვალ რომ გიგა ბოკერიამ გადაწყვიტოს და მათ ე.წ. ტელევიზიაში გაფორმდეს ჟურნალისტად და მოვიდეს ჩემთან როგორც ჟურნალისტი, ამ დროს გარეთ დგას და ითხოვს ღარიბაშვილის გადადგომას ამორალური მოტივებით და ა.შ. ვალდებული ვარ მე მას ინტერვიუ მივცე? და რა განსხვავებაა გიგა ბოკერიასა და იმ ჟურნალისტს შორის, რომელიც თან პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებს და თან მიკროფონით ხელში კითხვას მისვამს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.