მანანა თოქმაჯიშვილი: იცოდეთ ამ პროგრამის შესახებ, გააგებინეთ თქვენს ახლობლებს

მანანა თოქმაჯიშვილი: იცოდეთ ამ პროგრამის შესახებ, გააგებინეთ თქვენს ახლობლებს

მანანა თოქმაჯიშვილი (თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი):

მეგობრებო, როგორც იცით, თბილისის მერია პერიოდულად აცხადებს მიღებას პროფესიული გადამზადების პროგრამაზე- "ისწავლე და დასაქმდი". 
პროფესიული სწავლების მიმართულებებია:
ელექტრიკოსი;
შემდუღებელი;
დურგალი;
მშენებელი;
ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი;
ავტომექანიკოსი;
მძიმე ტექნიკის (სამშენებლო) ოპერატორი;
მზარეული;
სასტუმრო საქმის მწარმოებელი;
სარესტორნო საქმის მწარმოებელი (მიმტანი);
კონდიტერი (პურ-ფუნთუშეული, საკონდიტრო ნაწარმი);
ბარმენი;
მკერავი;
სტილისტი;
ლანდშაფტის დიზაინის სპეციალისტი;
ეს ის პროფესიებია, რომლებზეც არის მოთხოვნა და კერძო სექტორი განიცდის კადრების სერიოზულ დეფიციტს. 
სტატისტიკა გვიჩვენებს, გადამზადებულთა 75-80% უპრობლემოდ საქმდება და იყენებს ახალ პროფესიას. 
ამ ნაკადზე, რომელიც 15 ნოემბერს დასრულდა, დარეგისტრირდა 2500 ადამიანი.  გაზაფხულზე ისევ გამოცხადება და მოკლედ იცოდეთ პროგრამის შესახებ, გააგებინეთ თქვენს ახლობლებს. სწავლა არასდროს არის გვიან.
სიამოვნებით შევისწავლი ლანდშაფტის დიზაინს და კონდიტერიას, როგორც კი დროს გამოვნახავ.