მანჩო იოსელიანი: არ მოგცემთ იმის ფუფუნებას, რომ გახრწნათ ახალი თაობა!!!

მანჩო იოსელიანი: არ მოგცემთ იმის ფუფუნებას, რომ გახრწნათ ახალი თაობა!!!




როგორი არ უნდა იყოს ადამიანი?!
პირველ რიგში უზნეო, უთავმოყვარეო, უტიფარი და არაპროფესიონალი!
ან იმ უბედურ დღეზე გაჩენილი, მელიას საქციელი თუ შეიძლება რამენაირად ახსნას ოდნავ მოაზროვნემ  და სამი მოკლეადვოკატის ქცევა კიდევ?
ახალგაზრდები იყვნენ იმ ოფისში, ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ე ბ ი, მათ არ უნდა გაუჩნდეთ განცდა, რომ რადგან სხვა პარტიული შეხედულება აქვთ, ამიტომ ყველაფერი „მოსულა“...
არ მოსულა, არა!
არც ქუჩურად, არც სახელმწიფოებრივად არ „მოსულა“!
ერთ გომურს ხომ დათხარეს თვალი ამ გარეწრებმა, ახლა თაობის თვალების დათხრა გადაწყვიტეს!
ვერ ეღირსებით! 
მე ჩემსას ვეცდები, სხვა თავისას და არ მოგცემთ იმის ფუფუნებას, რომ ჩვენს თვალწინ გახრწნათ ახალი თაობა!!!
ამათ პირველმა ვინც შეარქვა სექტანტები, გენიოსი ყოფილა, ხომ არ იცით, ვინ იყო?