მარიამ ქვრივიშვილის ბრიფინგი

მარიამ ქვრივიშვილის ბრიფინგი

დღეს არის მნიშვნელოვანი დღე ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, 20 მუნიციპალიტეტისთვის, სადაც ტარდება არჩევნების მეორე ტური.

12 საათის მონაცემებით, მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში ფიქსირდება მაღალი აქტივობა. თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მეორე ტურის აქტივობამ პირველი ტურის აქტივობასაც კი გადააჭარბა, რაც უპრეცედენტო მოვლენაა. მადლობა ვუხდით ამომრჩევლებს აქტიურობისა და მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენისთვის.

თუმცა, საჭიროა კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა იმ ძალებს, რომლებიც ქვეყანას არეულობით ემუქრებიან, არცერთ მუნიციპალიტეტში გამარჯვების მცირეოდენი შანსიც კი არ დავუტოვოთ.

დღეს ამომრჩეველი არჩევანს აკეთებს არეულობის მუქარასა და მშვიდობას შორის. ჩვენს ქვეყანას და ხალხს ჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კეთილდღეობის აუცილებელი პირობაა. დარწმუნებული ვართ, მოქალაქეები ოცივე მუნიციპალიტეტში, სწორედ ამ არჩევანს გააკეთებენ.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩეველს მაქსიმალური აქტიურობისკენ.

თითოეული ხმა გადამწყვეტია, თითოეული ხმა განსაზღვრავს ქვეყნისა და თითოეული მუნიციპალიტეტის სამომავლო განვითარებას.