მერაბ კაჭახიძე: წავიდა თუ არა პრემიერობიდან, მის მემკვიდრეს ბრძოლა გამოუცხადეს

მერაბ კაჭახიძე: წავიდა თუ არა პრემიერობიდან, მის მემკვიდრეს ბრძოლა გამოუცხადეს




მერაბ კაჭახიძე (ყოფილი პარლამენტარი):

ჯერ იყო და კაციშვილი რომ არ იცნობდა, ფაქტიურად პირველი ე.წ. "დიდი ფულის" შოვნისთანავე, დატვირთა ДТ ტრაქტორებით "ეშელონი" და გამოაგზავნა საქართველოში.
დამხდურებმა ეს ტრაქტორები სად გააქრეს და საერთოდ 90 - იანების დროინდელ არეულ საქართველოს ვერაფერი რომ ვერ გაუგო, გადაწყვიტა თავისი რაიონისთვის მიეხედა.
ექიმებს, პედაგოგებს სახელფასო დანამატი დაუნიშნა. მთელი რაიონის მოსახლეობას გაზი შეუყვანა, გამათბობლები დაუმონტაჟა, თან დანახარჯსაც უხდიდა. გაზს დენის დანახარჯიც მიაყოლა. ლამის მთელი რაიონის მაცხოვრებელთა სახლები ახალი, თანამედროვე სახურავებით გადახურა. საავადმყოფოების, საბავშო ბაღების და სკოლების აშენება - გარემონტება - კეთილ მოწყობაზე არაფერს ვამბობ.
ამით არ დაკმაყოფილდა. 
ქვეყანას სამების დიდებული ტაძარი აჩუქა. 
თავისივე ინიციატივით შექმნილ საქველმოქმედო ფონდს დაავალა, შეედგინათ ცნობილი ადამიანების სია და მათ ყოველთვიური ფინანსური დახმარება დაუნიშნა.
2003 წელს, როცა ქვეყანაში ე.წ. "ვარდების რევოლუცია" მოხდა და ხელისუფლებაში "ახალგაზრდა რეფორმატორთა" გუნდი მოვიდა, იმ წუთიდანვე მათ გვერდით დადგა და თავისი დახმარება შესთავაზა.
"ოღონდ თქვენ ივარგეთ, ქვეყანა სწორ პოლიტიკურ - ეკონომიკურ გზაზე დააყენეთ და მე ჩემის რესურსით თქვენს გვერდით ვარო". ჯარით და პოლიციით დაწყებული, მინისტრების ხელფასებით დამთავრებული, ყველა ხარჯი საკუთარ თავზე აიღო. ყველას ჩააცვა, დაახურა, დავარცხნა და ფინანსურად უზრუნველყო.
ამ ყველაფრის გამკეთებელს ერთხელაც არ მოსვლია აზრად სადმე გამოჩენილიყო და ნაკეთებით თავი მიეწონებინა.
არც არსად გამოჩენას აპირებდა, ზემოთ აღნიშნულ "რეფორმატორებს" თავზე რომ არ გადაეკუკათ, რომ არ ჩაედინათ ის დანაშაულებები და ღალატის ტოლფასი საქციელები, რაც დღეს მთელი ქვეყნისთვის(და არა მარტო)არის ცნობილი.
2011 წელს გამოჩნდა სახალხოდ. პოლიტიკაში მოსვლის სურვილი გამოთქვა, თან ამას ვრცელი განმარტებაც მოაყოლა, თუ რამ აიძულა მისთვის ესოდენ ძნელი ნაბიჯი გადაედგა.
პოლიტიკაში მომსვლელი ბევრი გვინახავს, მაგრამ აქაც ახალი წესი და კულტურა დაამკვიდრა. არავითარი რევოლუციური, გადატრიალება - გადმოტრიალების მოწოდება და სცენარი.
არადა ელექტორატში იყო ამის სურვილი. ოქტომბერში გააკეთა განცხადება და ბევრის სურვილი იყო რაც შეიძლება მალე.  უკიჟინებდნენ კიდეც ე.წ. "ქუჩის აქციებით" ახალი წლისთვის დაემთავრებინა "ნაც. რეჟიმი".
მიუხედავად იმისა, რომ საამისოდ ყველანაირი რესურსი გააჩნდა, კატეგორიული უარი თქვა ამ გზით სიარულზე. 
არა, მხოლოდ კონსტიტუციის დაცვით, არჩევნების გზით უნდა შევცვალოთ არსებული რეჟიმიო. რად დაუჯდა ფინანსურად, თუ ოჯახის და პირადი უსაფრთხოების კუთხით ის ერთ წლიანი მარათონი ყველას კარგად გემახსოვრებათ და უკვე ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული, გაბოროტებული და ყველაფერზე წამსვლელი სააკაშვილის ხელისუფლება უსისხლოდ, არჩევნებით გაისტუმრა.
ხელისუფლებაში მოიყვანა "ქართული ოცნება", რომელიც საარჩევნო ბლოკი იყო, თუმცა რეალურად სხვადასხვა იდეოოლოგიის მატარებელი პარტიების კოალიციას წარმოადგენდა.
ასედაც გადაანაწილა პორთველები მინისტრთა კაბინეტში, თუ თანამდებობები პარლამენტის კომიტეტებში. 
მოსვლისთანავე, დაახლოებით ერთ თვეში შეკრიბა მთელ მსოფლიოში(პირადად გახლდით ამ შეხვედრაზე)მოღვაწე წონიანიანი, ფულიანი ქართველები და თხოვა ფული ჩაედოთ ქართულ ეკონომიკაში.
ჩემი ყურით მაქვს მონასმენი, ქვეყნისთვის ნებისმიერ საჭირო პროექტის წამოწევას პირად მხარდაჭერას ვუცხადებო. საკანონმდებლო დონეზეა საჭირო დარეგულირება?! მზად ვარო. წამოიწყებთ საქმეს და მიუხედავად თქვენი გამოცდილებისა, სადმე "გაიჭედება", ან არ გაგიმართლებთ მოლოდინი, მე ვიქნები ჩემი კაპიტალით თქვენი დამზღვევიო.
მიუხედავად ამ დაპირებისა, იქნებ გამახსენოთ რომელმა ბიზნესმენმა ჩადო ფული და განახორციელა მეტ - ნაკლებად სერიოზული პროექტი საქართველოში?!
მეტიც, გაიწია თუ არა გვერდზე, ანუ დანაპირებისამებრ წავიდა თუ არა პრემიერობიდან, მის რჩეულს და მემკვიდრეს, ირაკლი ღარიბაშვილს ბრძოლა გამოუცხადეს. იმდენი ჭორ - მართალი აუგორეს ახალგაზრდა პრემიერს, რომ იძულებული გახდა ეთხოვა წასულიყო. არადა ობიექტურად ყველა ის რეფორმა, რაც დაიწყო ქვეყანაში თითქმის ყველა მიმართულებით, ღარიბაშვილის დროს დაიწყო. არც დასავლეთი დარჩენილა ვალში და ქვეყნის ეს წინსვლა "ასოცირების ხელშეკრულებაზე" ხელმოწერით დასრულდა.
კაი ბატონო, ჩემს რჩეულს "შეეშელა რაღაცეები", სამაგიეროს ვის მთავაზობთო, იკითხა. 
ბანკირების და ფულიანი ქართველების კასტამ - თუ გინდა ქვეყნის აღორძინება და სწრაფი ეკონომიკური წინსვლა აგერ გვყავს მშვენიერი კადრი გიორგი კვირიკაშვილის სახითო.
კი ბატონოო, ვის ვის და თქვენ როგორ არ დაგიჯეროთ, ქვეყნის სტაბილურობა და ეკონომიკური წინსვლა პირველ რიგში წესით თქვენი პროფესიის ხალხს უნდა უნდოდესო.
რაღაც დოზით მოიცილა პასუხისმგებლობა და თავის საყვარელ საქმეს, ქველმოქმედებას და რეგიონებში(ბლექ არენა, დენდროლოგიური და ა.შ.) სხვადასხვა პროექტების განხორციელებას მიჰყო ხელი. 
თუმცა ქვეყნაში მომხდარ ნებისმიერ სტიქიურ თუ ადამიანურ პრობლემა - გასაჭირს არ გამოკლებია და გულუხვად ეხმარებოდა საკუთარი ფინანსებით.
რაღაც დროის შემდეგ, დაინტერესდა ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლებით და დაპირებული კეთილდღეობის მაგივრად, ბანკებისა და ათასი ჯურის საფინანსო ორგანიზაციების მიერ დაკაბალებული მოსახლეობა შერჩა ხელთ.
დაიბარა პრემიერი, თავის პროტეჟეებიანად და უთხრა - ეს რა ქენით, მე მოსახლეობის კეთილდღეობაზე ჩამოგართვით პირობა და არა საკუთარზეო!
გაისტუმრა კვირიკაშვილი სახლში, მოსახლეობას კი ამ უყურადღებობისთვის ბოდიში მოუხადა და 600 000 ადამიანს ვალები დაუფარა. 
აბა, ვის მთავაზობთ პრემირადო?! იკითხა კვლავ.
აგერ ჩემო ბატონო, ახალგაზრდა, ევროპა - ამერიკაში განათლება მიღებული, კარგად მოლაპარაკე, სუფთა წარსულის და რეპუტაციის მქონე ახალგაზრდა კაცია ბახტაძეო.
შეხვდა, ისაუბრეს, მოეწონა მისი ხედვები და მასშტაბები და აბა ჰე, მიხედე საქმესო.
კარგად მოლაპარაკე და ამხსნელი კი გამოდგა ეს სიმპათიური ახალგაზრდა კაცი, მარა საქმის კეთების ფხა და უნარი ნაკლებად აღმოაჩნდა.
ისევ დადგა პრემიერის თანამდებობა ვაკანტური.
 რადგან წყალი საკმაოზე მეტად იყო ამღვრეული და მის მიერვე მოტანილი "გასაოცარი დემოკრატიის" და სიტყვის თავისუფლებით ნასარგებლებმა ათასი ჯურის სინდისისგან დაცლილმა ავანტურისტმა პოლიტიკოს - ჟურნალისტებმა ისეთი რაღაცეები იკადრეს და ისეთი დოზით,  კვლავ მოუწია უკან, პოლიტიკაში მობრუნება და მენეჯმენტის თავის ხელში აღება. არჩევანი ე.წ. "მკაცრი ხელის" და პრინციპულის იმიჯის მატარებელ გახარიაზე გააკეთა.
ყველაფერი მეტ-ნაკლებად დაწყნარდა, დალაგდა, ეკონომიკური მაჩვენებლებიც გამოსწორებას იწყებდნენ და ამ დროს ქვეყანას მსოფლიო ჭირი, კოვიდ 19 დაატყდა თავს.
გაჩერდა მსოფლიო და გაჩერდა ქართული ეკონომიკაც. მიუხედავად ამისა, პირველი ტალღა ქვეყანამ იმდენად წარმატებულად გადაიტანა, რომ თითით საჩვენებლები ვიყავით მსოფლიოში.
აქაც არ გაწეულა გვერდზე და 120 მილიონით შეეწია ქვეყანას პანდემიასთან ბრძოლაში.
ამას მოყვა პანდემიის პირობებში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ფაქტიურად მთელმა მსოფლიომ მოიწონა და წარმატებულად მიიჩნია.
ამ ფაქტით გონს გადასულმა ე.წ. "ოპოზიციის" ქუდ ქვეშ გაერთიანებულმა ათასი ჯურის ხელისუფლებაში მოსვლის მანიით შებყრობილებით დაწყებული, დასჯილ - განაწყენებული ბანკირებით დამთავრებულებმა, პირი შეკრეს და დემოკრატიულად არჩეულ პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს.
მე მბრალდება ესეცო?! -  ამ კაცმა
კაი ბატონოო, მე გავალ პოლიტიკიდანო.
გავიდა.
ქვეყანაში წავიდა ქაოტური, არაპროგნოზირებადი ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც ზოგადად პოლიტიკაში "ნერვების ომს" უწოდებენ.  მის მიერ დატოვებულმა ახალგაზრდა პოლიტიკოსებმა თანმიმდევრული ნაბიჯებით იმ დონეზე გააშიშვლეს "დემოკრატიის ნიღაბს" ამოფარებული ე.წ. "ოპოზიცია", რომ დასავლეთი უკვე ღია ტექსტებით იგინებოდა და მოუწოდებდა ოპოზიციას პარლამენტში შესვლისკენ.
და როცა საქმე წკიპზე იყო მისული და "ოპოზიციას" საბოლოო მარგინალიზაციამდე და ქვეყნის ინტერესების ღიად ღალატამდე ერთი ნაბიჯიღა აკლდა, პრემიერი აბსურდული მოტივით თანამდებობიდან გადადგა.
საერთო საქმის ღალატის გარდა ამ საქციელს ვერაფერი ვუწოდე მაშინაც და დღესაც იგივეს ვიმეორებ.
და კვლავ პრემიერის სავარძელი გახდა ვაკანტური.
მიიხედ-მოიხედა ირგვლივ პოლიტიკურმა ხელისუფლებამ და ამდენ გადარჩეულ - გადმორჩეულში კიდევ ირაკლი ღარიბაშვილი შერჩა ხელში, რომელსაც ღირსეულად დაწყებული საქმის გაგრძელება დაევალა.
რა იქნება ხვალ და ზეგ ძნელია ამის თქმა, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ქართული პოლიტიკისთვის დამახასიათებელ უცნაურობებს და ელექტორატის "ხბოს აღტკინებისაკენ" მიდრეკილებას, თუმცა კეთილი ვარაუდის გამოთქმას გავბედავ.
თუ რამენაირად გაიზარდა ჩვენი, ამომრჩევლის მოქალაქეობრივ - სახელმწიოებრივი შეგნება და კულტურა, ვფიქრობ საშემოდგომო არჩევნებში "ოცნებას" არ უნდა გაუჭირდეს გამარჯვება.
იმიტომ კი არა, "ოცნება" ვარსკვლავებს წყვეტს. არა, უბრალოდ არა თუ მასზე უკეთესი, თუნდაც მისი დონის ჯანსაღი და სტაბილური ძალა არ ჩანს.
და თუ იგივე გავაგრძელეთ, როგორც ადრე, ანუ ყოველ ახალ გამოჩენილ "ვაცზე" ბრმად გამოკიდება, ეს საქციელი ისევ იმ გაუგებრობის მორიგ წრეზე წაგვიყვანს, რაზეც ბოლო 30 წელი დავდივართ და ჩვენს ე.წ. "ევროპულ მომავალს და პერსპექტივას" კვლავ დიდი ხნით გადაწევს, თუ საბოლოოდ არ დავასამარეთ.
გმადლობთ და უკაცრავად.