მესამე მასივში სპორტული მოედანი გაიხსნა

მესამე მასივში სპორტული მოედანი გაიხსნა




სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაციას სხვადასხვა მისამართზე ახორციელებს. კიდევ ერთი სპორტული მოედანი მესამე მასივში გაიხსნა; ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი დოხტურიშვილთან ერთად დაათვალიერა.

ჯავახეთის ქუჩის პირველ შესახვევში, N1 კორპუსის მიმდებარედ 600 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანის კაპიტალური რეაბილიტაცია განხორციელდა. არსებული ძველი სტადიონის დემონტაჟის შემდეგ, გრუნტის დამჭერი 40-მეტრიანი კედელი მოეწყო და ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო. სტადიონთან დამონტაჟდა გარე განათების სისტემაც.

პროექტის ღირებულება 158 725 ლარია. სამუშაოები სამგორის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ „პარმა“ შეასრულა.