მიხეილ „შეწირული“

მიხეილ „შეწირული“




„თქვენ შეგიქმნეს იმიჯი, რომ მე გიჟი ვიყავი. არასდროს ვყოფილვარ არც გიჟი და არც გაუწონასწორებელი. კი, ახალგაზრდა ვიყავი, უფრო ფიცხი ვიყავი შეიძლება და შევიცვალე ბევრ რაღაცაში, მაგრამ ის, რომ ახლა დაღვინდა, კი, დავღვინდი უფრო მეტად, მაგრამ ამას პლუსებიც აქვს და მინუსებიც. ბევრი გამოცდილება მივიღე ჩვენი შეცდომებით და ბევრი გავიაზრე, მაგრამ საქართველო ძალიან მძიმე დღეშია. ახლა შეიძლება გიჟი სჭირდებოდეს ამ ჭაობიდან ქვეყნის ამოთრევას და არა უბრალოდ, მომჯდარი, სოლიდური, რისკებს რომ არ იღებს ისეთი ადამიანი. ამიტომ, ვთქვი, რომ არ მინდა არაფერი პრემიერ-მინისტრობა, გავუშვათ წინ ახალგაზრდები.”
ეს სიტყვები „მიხეილ დიდს“ ეკუთვნის. საქართველოში კიდევ ბევრი რამ დარჩა დასაქცევი და ყველა ხერხით ცდილობს თავის მცირერიცხოვანი მრევლი დააბოლოს და თავი გველეშაპთან მებრძოლ რაინდად მოაჩვენოს. „მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს~.
„ნაცტროლები“ სოციალურ ქსელში მიშა გადამრჩენელს ელოდებიან და გაჟუჟვით ემუქრებიან მის მოწინააღმდეგეებს. კორონა დისტრიბუტორები მართალია მცირერიცხოვანს, მაგრამ პანდემიის „ასაფეთქებლად“ საკმარისი რაოდენობის მიტინგებს მართავენ. მრევლი კი ისეთი ყავთ, იფიქრებ სად დაიბადნენ, სად გაიზარდნენ, ვისი ძუძუ უწოვიათ… `ნაცების“ უტიფრობით დაღლილი სოციალური ქსელის მომხმარებლები აღშფოთებას არ მალავენ და ფაქტებით ახსენებენ წარსულს. აი რას წერს ერთ-ერთი მომხმარებელი სააკაშვილის და მისი ხროვის „დამსახურებების“ შესახებ – „2005-ში ჰუჯაბის კომპლექსი გადასცა სომხეთს, 2006-ში წითელი ხიდი აზერბაიჯანს. 2008-ში კოდორი და ახალგორი რუსებს. 2009. გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს. 2012-ში უკანონოდ ერთ დღეში 28000 თურქს მისცა მოქალაქეობა, შედეგად 31 ოქტომბერს შემოხაზეს 5 ნომერი. მანამდე თურქული ბაღი-სკოლა – ინსტიტუტებით გაავსო ქვეყანა. სააკაშვილის დამსახურებაა, რომ აჭარაში თურქები ისე ხსნიან სკოლებს, სასტუმროებს, რესტორნებს არც გვეკითხებიან. ებრძოდა ეკლესიას, პატრიარქს, დასცინოდნენ წმინდანებს, არის ამის ვიდეო. დაპატიმრებული ჰყავდა უდანაშაულო მღვდლები. ჯავახიშვილის უნივერსიტეტიდან გაყარა პროფესიონალი პროფესორები, გააუქმა კვლევითი ინსტიტუტები, აკადემიას შეუწყვიტა დაფინანსება. დააწესა ადამიანების ასაკობრივი დისკრიმინაცია. 7 ნოემბერს და 26 მაისს სასტიკად დაარბია და გაუსწორდა მომიტინგეებს. ეს იყო უმძიმესი სანახავი, ქართველი კაცები დაბორკილები მიწაზე ეყარნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ. სტრასბურგში 118 საჩივრიდან, 98 წააგეს და სტრასბურგმა დამნაშავე რეჟიმად ცნო. 32 000 პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდათ. პატიმრებს წამებით კლავდნენ. მოკლული ჰყავთ 745 პატიმარი. ქუჩაში დახვრეტილი 150 ახალგაზრდა. მის დროს სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი 1% კი არ გამოჰქონდათ. მოკლეს გურამ შარაძე, ადმირალი ირემაძე, გენერალი კეკუა, პატარკაციშვილი, ჟვანია, თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი და სხვ. დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, კობა დავითაშვილი, რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს გია მაისაშვილს, ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა. 20 000 წამების ფაილი ნახეს სამეგრელოს კასრებში. პარლამენტი გადაიტანა ქუთაისში, რათა თბილისი კვლავ სომხებს ჩაეგდო ხელში. ქუთაისში ააფეთქა საუკეთესო ძეგლი, დიდების მემორიალი, რასაც დედა და 9 წლის გოგონა შეეწირა. ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი. დააწესა სასჯელის შეკრებითობა, ადამიანებს უსჯიდნენ 20-25, 30-35 წელს, ფაქტიურად სიკვდილს. დღეს ეს გაუქმებულია. არის ფსიქიურად აშლილი, ამაზე წერს ცნობილი პოლიტიკოსები და ცნობილი ფსიქიატრები. ამის დასტურია მისი არეული, ისტერიული, ბლუყუნით მეტყველება. წაართვეს ბიზნესი და ქონება ასეულობით ადამიანს.საზღვარი გაუხსნეს აფრო- აზიას და ცვლიდნენ დემოგრაფიას, გაანადგურეს განათლების და კულტურის სისტემები. ამოიღეს სამშობლოს ღალატზე და ცილისწამებაზე მუხლი. (ამათ არ აღადგინეს) მაშინდელი ოპოზიცია ისე ჰყავს დაშანტაჟებული დღეს მონასავით თავის მწამებელს უდგას გვერდში. დღენახევარში წააგო ომი, გორში ისე გარბოდა სამარცხვინოდ, დაცვა ვერ ეწეოდა. ომის დროს მისი ჩინოვნიკები წითელ ხიდზე ასწრებდნენ ერთმანეთს. მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ორჯერ პრეზიდენტად არჩეულმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე. რუსი ოკუპანტის ძახილით, მთელი ეკონომიკა გადასცა რუსებს. გრიგოლ ვაშაძე, ნაყოფია, ხოშტარია, ბენდუქიძე, რუსეთის მოქალაქეები ჰყავდა მინისტრებად. გაეროში 1633 პუნქტზე ხელი მოაწერა, ომი ჩვენ დავიწყეთო, კასეტური ბომბები ვისროლეთო. უარი თქვა, ოკუპირებული რეგიონების საკითხი ეუთოს და გაეროს გადაეწყვიტა, (ამას სარკოზი წერს) ამით რუსებს პირდაპირ აღიარებისკენ უბიძგა. ქვეყანას დაუმალა, კაპიტულაციის აქტზე, რას მოაწერა ხელი. – სოხუმი არასოდეს იყო ჩვენიო. – ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო. 150 მის მიერ დაკარგულ სოფელზე, – რაღაც ქვა-ღორღი იყოო, ამის მომქმედ და მთქმელს მოსახლ. 27% უჭერს მხარს და აგრესიულად თხოულობს მის დაბრუნებას. დანარჩენი რატომ ვუყურებთ სეირს?“ ჩამონათვალში, ნაცრეჟიმის მიერ ჩადენილი ბევრი დანაშაული გამოტოვებულია, მაგრამ ესეც საკმარისია მათ დასახასიათებლად. თუმცა უტიფრები, მაქსიმალურად ცდილობენ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები და მოწინააღმდეგეები წყობიდან გამოიყვანონ, უბედურება მოხდეს და არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს. აი, რას წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი „დაჩაგრული“ ნაცმომიტინგეების შესახებ-„უუხ ოცნება რაა, რატო ექცევი ოპონენტებს ესე სასტიკად, ხან შეშის სროლას უკრძალავ პოლიციელზე, ხან ლოდის სროლას, ხან 10 საათი აკავებ თბილ საკნებში საიდანაც პოსტებსაც კი წერენ, ხო შეგიძლია არა ნაცებივით, დემოკრატიულად და ადამიანურად მოექცე, ან წაიყვანო ტყეში სპეციალურად აშენებულ საწამებელში, სკოჩით დააბა და კამერების წინ კასტილიანს მო@@@@@@ნო, ან გლდანის ციხეში ჯოჯოხეთი მოუწყო, ერთი 3–4 დღე მოკლულზე დააბა მორგში, მშობლები სამსახურიდან გაუყარო, ბიზნესი აახიო ან დაუწვა, ან სპეცრაზმს გაატაცებიო და ძვლებში დაალეწიო, ან სულაც რომელიმე ოცნების ძალოვანის ცოლის ხუშტურზე, აიყვანო სადმე ტაბახმელისკენ და წამებაში მოკლა, ან სულაც პირდაპირ ქუშაში რო დახვრიტო და ყაჩაღად გამოაცხადონ, თან ნაცების დროს წამებაში დახოცილ ხალხს, დღევანდელი ნაც სადისტ ნაბოზრების მომხრეების მეათასედიც კი არ დაუშავებიათ, მეტიც, ყველა ჩვეულებრივი წესიერი და კარგი მოქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა! ეხლა ვუყურებდი ტელევიზორს და ვიღაც ნაცების ტრაკის მიმცემი ტიროდა ოცნების „სისასტიკეზე“: პოლიციელებმა ხელი მკრაო! შენი დდშც შე მიშას განდონო, როგორი ახია შენზე ნაცების დროინდელი წამების მენიუდან ერთი ორი ულუფა! ხოო კიდე გუშინ ნიტო ტც პირველი თუ რომელიღაც ნაც ყვერი ტვს ეთერში მოვისმინე, თურმე ნაცების დროს ყველაზე, გესმით ყველაზე აპოლიტიკური პოლიცია ყოფილა, ეტყობა მიშას რააა და დედის ტყ@@ნააას რო არ ყვირიან, იმიტომ გვყავს პოლიტიკური პოლიცია ხოო, ხოო? ფერებს მიაწექით და ემბლემებს, აბა სხვა მე თქვენს და იმ ყვერ დორბლიანს შორის აზროვნებაში და ნამუსში ვერ განსხვავებთ, ისევე როგორც უმეტესობა!“ საზოგადოების დიდი ნაწილი, სამართლიანად აპროტესტებს ნაცლიდერების დაუსჯელობას, თუმცა ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები.
საერთაშორისო პარტნიორები და მეგობრები სისტემატურად ახსენებდნენ საქართველოს ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიების წარმართვის აუცილებლობას და მთელი ძალისხმევის სახელმწიფოს მომავლის განვითარებისაკენ მიმართვის საჭიროებას. 2012 წლის ნოემბერში, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ფილიპ გორდონმა, შეახსენა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს იმ შთაბეჭდილების თავიდან არიდების საჭიროება, რომ მიმდინარე გამოძიება შერჩევითად და უსამართლოდ იყო მიმართული ივანიშვილის პოლიტიკური მეტოქეების წინააღმდეგ. გარდა ამისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც შეშფოთება გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დაკითხვაზე დაიბარონ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. მათი შეფასებით, ერთდროულად რამდენიმე გამოძიების წამოწყება, რომელშიც ჩართულია ყოფილი პრეზიდენტი, იწვევს ლეგიტიმურ შეშფოთებას პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამართლებრივი და მართლმსაჯულების ორგანოები კვლავ მოწყვლადია. იგივე მიდგომა გაიზიარა ევროპული კომისიის პრეზიდენტმა, ხოსე მანუელ ბაროზომ და NAთO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდრეს ფოგ რასმუსენმა. დასავლეთის შეშფოთების მიუხედავად, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ დააკავა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი ივანე მერაბიშვილი, იმავე პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და პოლიტიკური საბჭოს წევრი გიორგი უგულავა და ამავდროულად, დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ. ესტონეთის პრეზიდენტის 2014 წლის მარტის განცხადების თანახმად, თუ საქართველო გააგრძელებს ყოფილი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივ დევნას, ამ პროცესმა შეიძლება შეაჩეროს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.ამდენად, შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯები საფრთხეს უქმნის ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ კურსსაც, რისი დასტურიცაა ევროპის პარლამენტის მიერ 2014 წლის 18 დეკემბერს მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ. რეზოლუციაში გამოითქვა შეშფოთება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ საბრძოლველად მართლმსაჯულების სისტემის გამოყენების შესაძლებლობის გამო, რამაც შეიძლება დააკნინოს საქართველოს ევროპული კურსი და მისი ხელისუფლების მცდელობები, განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები. საქართველოს ხელისუფლებას ევროპული პარლამენტი ახსენებს, რომ ღირებული პოლიტიკური ოპოზიციის არსებობა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფოში ბალანსირებული და სრულყოფილი პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად, რისკენაც საქართველო ისწრაფვის. გარდა ამისა, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ გიორგი უგულავას საქმე შეაფასა, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული შერჩევითი სამართლის კონკეტული მაგალითი. ევროპული საბჭო საპარლამენტო ასამბლეის 2015 წლის რეზოლუციაში აღნიშნავს, რომ „ასამბლეა ყურადღებას ამახვილებს იმ ბრალდებების ძალიან დიდ რაოდენობას, რომლებიც ეხება ყოფილი მთავრობის თანამდებობის პირების მიერ მათი უფლებამოსილების ვადის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი ქმედების შესაძლო ჩადენას. ამავე დროს, იგი სერიოზულად შეშფოთებულია ბრალდებებით იმის შესახებ, რომ ყოფილი მთავრობის მთელი რიგი თანამდებობის პირის დაკავებები და სისხლისსამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებულია და წარმოადგენს შერჩევით და რევანშისტულ სამართალს.“ 2015 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით გიორგი უგულავა ხუთ სისხლის სამართლის საქმეზე შვიდი „დანაშაულებრივი“ ეპიზოდისთვის არის ბრალდებულის სახით სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული.
სამწუხაროდ, რიგი მიზეზების გამო, ნაცლიდერებს სახელმწიფოს თუ კერძო პირების ძარცვა ხახვივით შერჩათ და დღეს სწორედ იმ სოლიდური თანხით აწყობენ მიტინგებს თუ დემონსტრაციებს. აფინანსებენ მათ მიერ მართულ მედიას და ყველა უკანონო გზით ცდილობენ სახელმწიფოს სადავეების ხელში ჩაგდებას. რაც შეეხება საერთაშორისო პარტნიორებს და უცხოელ „მეგობრებს“, რატომ არ ინტერესდებოდნენ 2012 წლამდე რა ხდებოდა, რატომ კლავდნენ ახალგაზრდებს, რატომ აპატიმრებდნენ უდანაშაულო ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, რატომ ძარცვავდნენ და ატერორებდნენ მოსახლეობას.
ქეთევან ზარნაძე