მსოფლიო მედია გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის კონფერენციას ეხმიანება და ფოტოებს აქვეყნებს

მსოფლიო მედია გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის კონფერენციას ეხმიანება და ფოტოებს აქვეყნებს

ირაკლი ღარიბაშვილი: მქონდა პატივი, საქართველოს სახელით მონაწილეობა მიმეღო გაეროს კლიმატის ცვლილებების 2021 წლის 26-ე კონფერენციის მსოფლიო ლიდერთა სამიტში, რომელიც გლაზგოში გაიმართა. 
მადლობას ვუხდი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს და გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშს გაწეული ძალისხმევისთვის, რომლის შედეგად, პანდემიის გათვალისწინებით, მსოფლიოს 120-ზე მეტი ლიდერის შეკრება შედგა. 
კლიმატის ცვლილებები გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლავება ერთობლივი ძალისხმევის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ ვალდებული ვართ ერთად ვიმოქმედოთ.