ნათია თურნავა: ჩვენ ფრენებს ეტაპობრივად ვხსნით

ნათია თურნავა: ჩვენ ფრენებს ეტაპობრივად ვხსნით




საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა:

„ჩვენ ფრენებს ეტაპობრივად ვხსნით, თუმცა ეპიდვითარება თავის კორექტივებს შეიტანს ამ ვითარებაში, რადგან ზოგიერთმა ქვეყანამ კარანტინი შემოიღო საქართველოდან გასული მგზავრისთვის. ეს თავისთავად თავის დაღს ასვამს ამ ფრენების აქტივობას, მაგრამ მინდა გითრათ, რომ ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ავიაკომპანიებთან. იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ეტაპი როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში დაიწყება ძალიან სწრაფად, გაზაფხულიდან ბევრი ავიაკომპანია აპირებს, რომ განაახლოს ფრენები, მათ შორის „ვიზეარი“, რომელიც საქართველოში თავისი ბაზების დაბრუნებაზე გვესაუბრება ახლა“.