ნანა შაინიძე: არც ქრისტე მიგიღებთ მასეთებს და არც მუჰამედი!

ნანა შაინიძე: არც ქრისტე მიგიღებთ მასეთებს და არც მუჰამედი!




ნანა შაინიძე (მსახიობი):

ძალიან, ძალიან გულნატკენი და გაბრაზებული ვარ!..

როდემდეეე?!

პროვოკატორების და ვითომ გულშემატკივრების გასაგონად, დაეტიეთ თქვენს ნაჭუჭში, სანამ მართლა არ გაგწყრომიათ ღმერთი და არ დაუწყევლიხართ!..

(ზოგიერთებს, როდის აქეთ შეგაწუხათ აჭარლების ყოფიერებამ?)...

კარგად გიცნობთ თითოეულ თქვენგანს და სანამ რამეს დაასტატუსებდეთ ან ვინმეს ვექილად დადგებოდეთ, გაიხსენეთ, რომ მეც აქ ვარ და არ ვაპირებ თქვენი სიქველის ატანას!..

კი არ ვფიქრობ, უკვე დარწმუნებული ვარ, რომ პროცესები, რომელიც გურიაში ვითარდება, მესამე ძალის, ანუ (შიდამტრების) მართულია...

რა სოლიდარობა, რის სოლიდარობა?

28 წელი ვიცხოვრე გურიაში და არავის უთქვამს, როგორ და სად მელოცა...

არ კმარა ის, რომ, თითზე ჩამოსათვლელიღა დავრჩით?!

რატომ ცდილობთ ზვავის აგორებას და პროცესების თქვენს ინტერესებზე მორგებას?...

ვის ვისგან იცავთ, რომ გაიძახით სოლიდარობისთვის ჩავედითო?..

ცოტა აზრზე მოდით რა, საქართველოს ისტორია თქვენით არ დაწყებულა და არც თქვენით მთავრდება...

ერთეულების დაპირისპირების და რაღაც გაურკვევლობის გამო, ნუ ცდილობთ ძმებს შორის შუღლის გაღრმავებას...

დედასამშობლოს ძლივს დაბრუნებულ აჭარასა და აჭარლებს, მოგვეცით უფლება მშვიდად და ჰარმონიულად ცხოვრებისა...

არ შეიძლება მშვიდად ილოცოთ და ქვეყანა არ შეყაროთ?!.

მე ნანა შაინიძე, სრული პასუხისმგებლობით ვიძახი, რომ ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის, ორთავე მტყუანია...

რა ვერ გაიყავით, რას ვერ შეეგუეთ - ან გურულებმა და ან აჭარლებმა, ვისაც სადაც და როგორც სურს, ისე ილოცოს, კაცო!

არც ქრისტე მიგიღებთ მასეთებს და არც მუჰამედი!..

გაგონილა, ლოცვის გამო ამდენი ვაი და ვიში?!.

ბიჯოს, არ წალეკეს ტვინი!!!

დედაჩემი ხუთ ,,ვახტს" ლოცულობდა, მარა არავის აწუხებდა და არავისთან აფიშირებდა თავისი სარწმუნოებით...

ძმა თუ ძმას შეურავხყოფს, ცემს და მოკლავს რწმენის გამო, გგონიათ ღმერთი ამას მოგიწონებთ და მადლად ჩაგითვლით?!

დაასრულეთ ეს პროვოკაციული გამოხტომები!

კმარააა!!!

შეგახსენებთ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ვითარება დაძაბულია. მოსახლეობა სოფლის ცენტრში შეიკრიბა. ისინი რელიგიურ ნიადაგზე ადგილობრივ მართლმადიდებელ ქრისტიანთა და მუსლიმთა შორის დაპირისპირების შესახებ საუბრობენ, რაც, მათივე თქმით, ბუკნარის ისტორიაში პირველად ხდება.