„ნაციონალებო“, არ გრცხვენიათ, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი თხასავით რომ გაყიდეთ?!

„ნაციონალებო“, არ გრცხვენიათ, თქვენი საყვარელი პრეზიდენტი თხასავით რომ გაყიდეთ?!




- ყველაფერი ვიცოდით, ყველაფერს ვაკონტროლებდით. უკრაინიდან დაწყებული თბილისამდე სააკაშვილის მარშრუტის ყველა დეტალი ცნობილი იყო ჩვენთვის. იმ ბინის კარი, სადაც სააკაშვილი მარტო იმყოფებოდა, ამ ბინის გასაღებითვე შევაღეთ და ისე შევედით, - განაცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა მართლაც ფილიგრანული ოსტატობით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ, რასაც სააკაშვილის დაკავება მოჰყვა.
სულ ტყუილი აღმოჩნდა ნაცების ხორხოცი - ხელისუფლება ჩამოიშალა, სახელმწიფო ჩამოიშალა, არც სუს-ი არსებობს, არც - შსს. ჩვენი „გულაობის“ დრო მოვიდაო - რომ ირწმუნებოდნენ თავიანთი უბადრუკი ტელევიზიების ეკრანებიდან.
განსაკუთრებით ნიკუტა გვარამია აქტიურობდა, გაუპატიურებულ ოფოფს რომ ჰგავს ზოგჯერ და ხელებს ფრთებივით რომ იქნევს.
მოკლედ რომ მოვჭრათ, არც ხელისუფლება ჩამოშლილა თურმე, ქართული სახელმწიფოც თავის ადგილზეა და ისეთი საოცარი სპეცოპერაციების ჩატარება შეუძლია, ნებისმიერ სახელმწიფოს რომ შეშურდება.
ვივა, ირაკლი ღარიბაშვილი! ვივა, შსს! ვივა, სუსი!
ვავა, სააკაშვილი! ვავა, მელია! ვავა, ,,ნაცმოძრაობა''!- ყველაფერს ვაკონტროლებდით, ყველაფერი ვიცოდით! - ამბობს ხელისუფლება.
კი, მაგრამ, საიდან შეიძლებოდა სცოდნოდა ყველაფერი ხელისუფლებას?
საიდან და სააკაშვილის იმ უახლოესი გარემოცვიდან, რომელმაც სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მოამზადა და ზუსტად იცოდა მიშიკოს გადაადგილების ყველა დეტალი.
ასეთი ადამიანების სრული სია ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ დანამდვილებით ვიცით ვინაობა იმ სამი პირისა, რომლებიც, დიდი ალბათობით, უშუალოდ მონაწილეობდნენ სააკაშვილის საქართველოში გადმოპორტირებაში.
ეს სამი პირია: ნიკანორ მელია, ეკა ხერხეულიძე, ნიკა გვარამია.
აქედან ეკა ხერხეულიძე, როგორც კი ხმა დაირხა, რომ სააკაშვილი საქართველოში იყო, პირველი დღიდანვე აცხადებდა, რომ სააკაშვილი მასთან სატელეფონო კავშირზე გამოვიდა.
არა მარტო ეკა ხერხეულიძე, არამედ „ნაციონალების“ სხვა წარმომადგენლებიც დაბეჯითებით ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი უკვე საქართველოშია და დღე-დღეზე გამოჩნდებოდა მიტინგებზე.
ეს განცხადებები იმ დროს კეთდებოდა, როცა სააკაშვილი ჯერ კიდევ კონსპირაციულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მსგავსი განცხადებების გაკეთება ძალიან ჰგავდა სათანადო უწყებებისთვის სიგნალის მიცემას: ეძებეთ! აქ არის! საქართველოშია!
„ნაციონალებში“ მოხალისე „სტუკაჩების“ რიგი დადგა, რომლებიც ერთმანეთს ასწრებდნენ „ჩვენებების“ ღია ეთერში გაჟღერებას.
„ქართული ოცნება“ ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს უკრაინა არ დაუტოვებია და ტრუსკავეცში ისვენებს, „ნაციონალები“ კი თავს იკლავდნენ: არა, ბატონო, ნამდვილად ვიცით, რომ აქ არის, საქართველოშიო.
„ნაცებმა“ „ქართული ოცნების“ მიერ გოიმებისთვის გადაგდებული ანკესი ყლაპეს და მართლა დაიჯერეს, რომ ქვეყანაში შემოპარულ ორმეტრიან ახმახს, სააკაშვილს, უჩინმაჩინის ქუდი ეხურა და ისე დასეირნობდა ხან ბათუმის, ხან - თბილისის ქუჩებში, რომ ვერავინ ხედავდა, ვერავინ ამჩნევდა.
- საპატრულო პოლიციამ ის მანქანა გააჩერა, სადაც მე ვიჯექი. წესების დარღვევისთვის მძღოლი დააჯარიმეს, მე კი ვერ მიცნეს და გაგვიშვესო, - უთქვამს სააკაშვილს.
და მაინც, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მთავარი მეკავშირე სააკაშვილის მეგობრებიდან ძალოვან სტრუქტურებთან?
შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ეკა, შეიძლებოდა ეს ყოფილიყო ნიკა, ან სულაც ნიკანორი, რომელსაც ყველაზე მატად აძლევდა ხელს ის სცენარი, რომლითაც სააკაშვილის გასკვანჩვა მოხდა.
ასეა თუ ისე, ფაქტი ერთია: „ნაციონალებმა“ თხასავით გაყიდეს თავიანთი საყვარელი ბელადი, ხოლო კონკრეტულად ვინ და რამდენმა „ნაცმა“ გააკეთა ეს, ამაზე „ნაცებმა“ იმტვრიონ თავი.
ერთი რამ ცხადია: ციხეში გამოკეტილი სააკაშვილით ნაციონალები ბოლომდე ივაჭრებენ და შეეცდებიან, რაც შეიძლება ძვირად გაყიდონ ეს უკვე ჩამოწერილი პოლიტიკური „ტავარი“.
ერთი ზელენსკიმ თუ არ იმარჯვა და „ნაციონალებს“ ფუკასავით თუ არ ააწაპნა ეს ძვირფასი „განძი“, „ნაციონალების“ ხელიდან სააკაშვილი კარგა ხნის გაყიდულია, ოღონდ ამის შესახებ საბრალო მიშამ ჯერჯერობით არაფერი იცის.

დავით ქავთარია
,,საერთო გაზეთი''