ნინო გიორგობიანი: ირაკლი ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრა განსაკუთრებულად მეგობრული იყო

ნინო გიორგობიანი: ირაკლი ღარიბაშვილისა და ერდოღანის შეხვედრა განსაკუთრებულად მეგობრული იყო




მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი პრემიერის თურქეთში ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ქართული დელეგაციის საპატივცემულოდ შესრულებული სიმღერები საქართველოს პრემიერის - ირაკლი ღარიბაშვილის თურქეთში ვიზიტის ოფიციალური ვახშმის არაოფიციალური ნაწილი იყო.
ყველა დეტალიდან კარგად ჩანდა, პრემიერ-მინისტრის მიმართ ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს პირველი პირის დამოკიდებულება, პატივისცემა და დაფასება.
ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება ირაკლი ღარიბაშვილის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიალშიც თვალნათლივ ჩანდა - თურქეთის პრეზიდენტი მისთვის საპატიო სტუმრებს სწორედ ასე მასპინძ​ლობს.
ვიზიტის დასასრულს, ყველამ ერთად აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის მაღალი დონის სახელმწიფო შეხვედრა განსაკუთრებულად მეგობრული იყო და ამით, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქართველი მაღალი რანგის პოლიტიკოსების ვიზიტებისგან არსებითად განსხვავებულიც", - წერს ნინო გიორგობიანი.