ნუჟრიანი მედუნდულე

ნუჟრიანი მედუნდულე

ხისთავიანი ბევრი მინახავს, მაგრამ გიგი უგულავა როა, ნამეტნავად ნუჟრიანი, ეგეთი არავინ. დადის, დაიბეყება, მიტინგიდან მიტინგამდე განიერდება, ღმუის, ყმუის, ღნავის და იმუქრება, ამას გიზამთ, იმას გიზამთო. სინამდვილეში არაფრის ტრაკი არ აქვს, ხელს აუქნევენ თუ არა, ეგრევე საჩივლელად გარბის (ეს ,,ნაცების'' ხელწერაა). წინა კვირის რომელიღაც დღეს აქცია რომ ჩაატარეს, იმნაირად მიჰქარა, ეგრევე წიხლქვეშ შეიქმნა წასაგდები... ისაო, ახლა კი დროა, ვინმე გოგა ორდენიძეს, რომელმაც მესამე პრეზიდენტს უთხრა, ჩიტო, მოხვედიო? სახლში მივაკითხოთ, პასუხი მოვთხოვოთ, მის შვილებს ავუხსნათ, გავუმხილოთ, რომ ჯალათი მამა ჰყავთო. მეორე დღესვე მიაკითხეს მკვლელ ჭუტალას (ბავშვი რომ მოკლა ავტობუსების გაჩერებაზე) ე.წ. ტელევიზიიდან სახლში, შეკითხვები დაუსვეს ერთ-ერთ შვილს: სად არიო? რას აკეთებსო? როდის იყო დაპატიმრებულიო? რაზეო? იმან, შვილმა ჭკუა იხმარა, ე.წ. ჟურნალისტთან საუბარი არ გააბა.

უგულავას ამაზრზენმა საქციელმა მისი მომხრეებიც კი გააღიზიანა. არა, გატყუებთ, კი არ გააღიზიანა, მოჩვენებითი ჰუმანურობა გაითამაშეს, ვითომ მათთვის ბავშვთა უფლებების დარღვევაა მიუღებელი, ვითომ ოჯახის წევრთა დაბულინგებაც მათ პროდასავლურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება. სასაცილოა პირდაპირ, ,,ნაციონალები'' და ჰუმანურობა? რა დასავლური ღირებულებები, რომელი დემოკრატია და ადამიანური გრძნობები?

ნამეტნავად ნუჟრიანმა უგულავამ ბოდიში მოიხადა. განა უნდოდა? ვიღაცებმა უთხრეს, ეხლა ეგრეა საჭირო, ძალაუფლებას რომ დავიბრუნებთ, მერე ჩვენ ვიცითო. ვირეშმაკა უგულავამ კი დაწერა ვირეშმაკული საბოდიშო წერილი, მაგრამ ყოველი სიტყვის უკან აშკარად ჩანს მაიმუნური დამოკიდებულება:

,,ჩემმა მიტინგზე ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვია - მათ შორის, ჩემთვის საპატივცემულო ხალხის. კრიტიკას ვიღებ და ბოდიშს ვიხდი. დეტალებში არ შევალ. სჯობს, ეს საკითხი არ განვიხილოთ და მოჭრილად ვთქვათ - რომ ბავშვებს გავეშვათ. პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათ ღვარძლისა და სიძულვილისგან, რომელიც დღეს ქვეყანაში ტრიალებს და თანამედროვე ინფორმაციული სამყაროს თავისებურებების გამო, მათი ცხოვრების ნაწილი ხდება".

დეტალებში არ შევალო, ბოდიშს იმიტომ ვიხდი, ჩემმა ნათქვამმა სიტყვებმა გულისწყრომა გამოიწვიაო, მართლაცო, ბავშვებს უნდა გავეშვათო. გაიგონეთ? ბავშვებს უნდა გავეშვათო, გვეუბნება ძველბიჭურად თბილისის ყოფილი მერი. პირიქით, ყველა ბავშვი უნდა დავიცვათო და... შემდეგ დღეს ვინმე მირიან დეისაძე მიუხტა ორდენიძეს სახლთან. ამ ჭკუით უბედურმა ჯერ სადარბაზოში დაუწერა არაერთი სიბინძურე, შესასვლელშიც, წერილიც დაუტოვებია (სტილი დაცულია): ,,მიხვედი ჩიტო სახლში. აბა რა გეგონა ესე იოლქთ (ალბათ ,,იოლად" უნდა იყოს, ამათ საერთოდ წერა-კითხვა უჭირთ) ვერ გამოძვრები ჯერ სად ხარ წინ უფრო დიდი სიურპრიზები გელოდებათ".

სავარაუდოდ, მიაკითხავენ ამ ჭკუანაკლულს სამართალდამცავები, მაგრამ მერე? რა ხდება მერე, 200 ლარით დააჯარიმებენ თუ 500 ლარით? იქნებ 2 ათასით? მერე? გადაიხდიან ,,ნაცები" რა პრობლემაა? ეგენი ბიუჯეტიდანაც ფინანსდებიან, კეზერაშვილისგანაც, თემურ ალასანიასგანაც, ხაზარაძისგანაც და სხვა ავაზაკებისგანაც, ფული აქვთ ოხრად. კი, ბატონო, გადაიხდიან ჯარიმას და ისევ გააგრძელებენ ადამიანთა ცხოვრების დანგრევას, შვილების დაშინებას, ოჯახის წევრების ფსიქოლოგიურად განადგურებას. აბა, რა გეგონა, ჩემს სარდალს ჩიტი რომ უწოდეო? იუკადრისეს, ეს ხომ არაადამიანური წამებააო? სულხან მოლაშვილის თავს რაც დაატრიალეს, ის არ იყო წამება, ის ბალეტი გახლდათ!

ვაზაგაშვილისა და მისი მეგობრების ჩაცხრილვაც ბალეტი იყო!

გირგვლიანის დაჩეხვა და ხევში გადაგდებაც ბალეტი იყო!

ბუტა რობაქიძის თრევა და შემდეგ ქათამივით დაკვლაც ბალეტი იყო!

ყველა ჩამოვთვალო?!

გურამ შარაძის გაგორებაც ბალეტი იყო!

ჩიტო, მოხვედიო? უთქვამს გოგა ორდენიძეს, რომელიც სააკაშვილს ჰყავდა თავის ციხეში გამოკეტილი. ასლან აბაშიძის ყოფილმა პრესმდივანმა, თამაზ ბაკურიძემ მითხრა, ორდენიძე ჩემთან ერთად იჯდა, წესიერი ადამიანიაო. როგორც ჩანს, თავი ვერ შეიკავა, გაახსენდა ის ავი დღეები. ჩიტო კი არა, ზოგიერთი თავს გაუჭეჭყავდა!

იყო დრო, ნუჟრიანი უგულავა სააკაშვილს ჯართს უწოდებდა. გემახსოვრებათ, ეგ უკვე ჩამოწერილია, აღარაფერში ვარგაო. მაშინ წაკინკლავდნენ, ერთმანეთს დაეუმძრახნენ. მერე უგულავამ ჩააკითხა კიევში... უფრო სწორად, იმან, სააკაშვილმა დაიბარა სხვებთან ერთად. ჩავიდნენ. ეს გაბრექილი ცალკე გაიყვანა, ერთმანეთს გადაეხვივნენ, როცა მამული განსაცდელშია, ერთად უნდა ვიყოთო. როდესაც სააკაშვილმა აქედან გაქუსლა, ერთ ხანობას უგულავას ყურადღებას აღარ აქცევდა, კაცად არ თვლიდა, მაყუთს აღარ აძლევდა და ესეც დაიბოღმა, ჯართად მოიხსენია. მას შემდეგ ამ ნუჟრიანმა ბევრი იბოდიალა, ხან ,,ნაცებში'' ეგდო, ხან - ,,ევროპულსაქართველოელებში", ბობოხიძესთან და ბოკერიასთან, მერე გამოვიდა, საერთოდ მივდივარ პოლიტიკიდანო, პარტიასაც ვტოვებო. მოგვატყუა, არსადაც არ წასულა, ვერ დათმო ,,დიდი პოლიტიკა", ხან ზუგდიდში იყრის კენჭს, ხან ხონში, ხან ფოთში, ხან ყიზილაჯლოში, არჩევნებს არ მაზავს, სულერთია, რომელი იქნება, ადგილობრივი თუ საპარლამენტო. ყველგან მარცხდება, ყველგან სირცხვილს ჭამს, მაგრამ თავს მაინც ,,კაცად" გრძნობს. ამ დროს კაცი კი არა, ნეხვია. დიახ, მე არ ვერიდები მის შეფასებას. რაც მან იკადრა, მაქვს უფლება, ყველაფერი ვაკადრო, ამ ნუჟრიან მედუნდულეს!

უგულავა პოლიციელების შეურაცხყოფაზეა გადასული, მათ ძაღლებს უწოდებს - უნდა, სისტემაში დემორალიზაცია გამოიწვიოს. თუმცა ელემენტარული ჭეშმარიტებაა, ამორალური ადამიანი პოლიციელებში დემორალიზაციას ვერ გამოიწვევს, ის ხომ ცნობილი ყაჩაღია? ის ხომ (სულ მცირე) 50 მილიონის ქურდია? არა, გაცილებით მეტი აქვს მოპარული, ალბათ სამი, ოთხი, ხუთი, ათი ამდენი, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ ვუმტკიცებთ. ამას წინებზეც დავწერე და ვიმეორებ: 2012 წლის შემოდგომაზე 10 ,,კამაზით" გაიტანეს გლდანის ნაგავსაყრელზე დოკუმენტები და დაწვეს. რაც ხისთავიანმა უგულავამ მერობის პერიოდში ფული იშოვა, შეიძლება მილიარდიც კი გამოუვიდეს.

ახლა კი რისთვის ბღავის, რატომ გასდის ბოლი ტრაკიდან? იგრძნო, რაღაც ახალი სასჯელი უახლოვდება, თუ მესამედაც წაიჭირეს, ვეღარ გამოძვრება, კაი ხანს მოუწევს ციხეში ყურყუტი.

მოგეხსენებათ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს პროცესი ტელეკომპანია ,,იმედში" შეჭრის, ჩამორთმევის, მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ჩამორთმევისა და 2007 წლის 7 ნოემბრის დარბევის ფაქტებზე. გიგი უგულავას (ივანე მერაბიშვილთან, დავით კეზერაშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და მიხეილ სააკაშვილთან ერთად) ბრალად ედება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტება, თანხების გაფლანგვა, მთაწმინდის პარკის ქონების გაფლანგვა, დახმარება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში, ტელეკომპანია ,,იმედის" დარბევა და ჩამორთმევა.

ხედავთ? აქ იმდენი დანაშაულია, შეიძლება უგულავას 8-9 წელიწადი გამოუვიდეს!

აი, ამიტომ იხევა ნაკერავზე, თორემ შინაურულად თუ ვიმსჯელებთ, სააკაშვილი ამისთვის ისევ ჯართია. თვითონაც ჯართია. საერთოდ, მთელი ,,ნაცმოძრაობა'' ჯართია, სნეულთა სექტა. ძალიანაც რომ გინდოდეს, ვეღარ უმკურნალებ, სამედიცინო ჩარევას აღარ ექვემდებარებიან.

უგულავასი და მისნაირების ,,ხსნა" რევოლუციაშია. თუმცა, ამის შნოც არ აქვთ. სანამ თენგიზ სიგუა გარდაიცვლებოდა, მასთან მივედი და ვკითხე: ბატონო თენგიზ, თქვენ სახელმწიფო გადატრიალების საქმეში პროფესიონალი ბრძანდებით, ამ მხრივ დიდი გამოცდილება გაქვთ, კაცს ხელისუფლების დამხობა რომ მოუნდეს, ამისთვის საჭირო რა არის-მეთქი? არ უთქვამს, არ ვარ პროფესიონალი გადამტრიალებელიო, პირდაპირ მიპასუხა, ამისთვის საჭიროა ფული, იარაღი, პოლიციის გადაბირება, ჯარის დემორალიზაცია, ხალხის მასა, ინტელექტუალური მხარდაჭერა და შავი ხვრელებიო. ყველაფერი გასაგებია შავი ხვრელების გარდა... ეს გახლავთ საიდუმლო საქმეები, რომლის შესახებაც სამიოდე კაცმა თუ იცის. მაგალითად, შავი ხვრელი იყო, როცა ბორის ელცინს ფარულად წერილი გაუგზავნეს და ჩვენებურ გადამტრიალებლებს რუსები იარაღით დაეხმარნენ. მაშინ ამბობდნენ, რომ ზვიად გამსახურდიას ,,რეჟიმი" პატრიტულმა აღტყინებამ დაამარცხა. არა, ბატონებო, ,,რეჟიმი" რუსულმა იარაღმა და ღალატმა დაამარცხა. ამათ არც ერთი არ აქვთ ,,ღალატის" გარდა. არ გააჩნიათ არც შნო, არც ტრაკი, არც მხარდაჭერა, არც მასა და შავი ხვრელებიც კი... არა, კი აქვთ რაღაც შავი ხვრელები, მაგრამ იმდენი არა, რევოლუციური მუხტი ასწიონ.

მოკლედ, ახლავე გეტყვით, როგორ განვითარდება მოვლენები უზახოეს ხანში - ციხეში წამსვლელები წავლენ ციხეში, სახლში წამსვლელები წავლენ სახლებში და ყველაფერი იქნება ისე, ჩვენ რომ გვინდა. აეგრე!

გელა ზედელაშვილი