ჟორიკა რურუამ სააკაშვილი გადააგდო, „ძვირფას სტუმარს“ არ დახვდა

ჟორიკა რურუამ სააკაშვილი გადააგდო, „ძვირფას სტუმარს“ არ დახვდა

„მე პირველი მაიდნის დროსაც კიევში ვიყავი, როცა ვიქტორ იუშენკო აქტიურობდა. მასთანაც ვმუშაობდი, როცა იგი მიშას ინაუგურაციაზე მოვიდა. მაშინ იუშენკო ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი. მასზე ვიყავი მიმაგრებული. სხვათა შორის, ხშირად დრო კარგად გაგვიტარებია და თბილად გვისაუბრია“. ეს სიტყვები, სააკაშვილის ბიძას თემურ ალასანიას ეკუთვნის. მიამიტობა იქნებოდა გვეკითხა, თუ კონკრეტულად ვინ მიამაგრა თემურ ალასანია ვიქტორ იუშენკოს, მაგრამ ისინი ერთმანეთს მხოლოდ უკრაინაში არ ხვდებოდნენ... იგორ გიორგაძის განცხადებით, „საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სპეცსამსახურებთან ტრადიციულად თანამშრომლობდა. დედამისი გიული ჩვენს აგენტად მუშაობდა. ბიძამისი თემურ ალასანიაც, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ასევე საბჭოთა კავშირის „კა-გე-ბე“-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) აგენტი იყო“. ასეთ „ტრადიციულ“ ოჯახს რძალიც აგენტი შეხვდათ და ჩვენი ქვეყნის ნგრევის და რყევის სანაცვლოდ სოლიდური კაპიტალიც მიიღეს. თუმცა, დასანგრევი ჯერ კიდევ ბევრია და ყველა უკანონო, ამორალური ხერხებით ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. სამი წლის წინ გამოქვეყნებულ ბიძა დისშვილის ფარულ ჩანაწერში, თემურ ალასანია ქართველებს „ავანტყოფ ერს“ უწოდებს და მუქარის შემცველ სიტყვებს ამბობს. მიხეილ სააკაშვილი: ჩვენ ორი ელემენტის გაძლიერება გვჭირდება: რევოლუციური ახალგაზრდობის და მეორე, თბილისის „Middle class“-ის. იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში რევოლუციას ეგენი ახდენენ. მანდ გვაქვს სერიოზული ჩავარდნა იმიტომ, რომ ამათ წარმოიდგინეს, რომ თბილისი ეს არის ბაზრობებზე სიარული და გლდანის მეტროში და ეგ, ეგრე არ არის. ისიც არის, მაგრამ გადამწყვეტი რევოლუციური მუხტი არის აი ეს “Self made“ ბიზნესები თბილისის ცენტრში.
თემურ ალასანია: „ჩვენი მომხრეები ეგენი არ არიან, თავიდანვე გითხარი. აი, ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს არ გამოვა. მიხეილ სააკაშვილი: და თან, ამ სირებს რომ ჰგონიათ, რომ ამათთან რაღაც დიდს მიაღწევ.
არა. ეს არის ავანტყოფი ერი რა. ეს არის... ამათ სანამ არ დაა..ვამ თავზე და სანამ დედას არ მოუ...ავ, ვერ იგებენ ვერაფერს რა.
მიხეილ სააკაშვილი: ეგრე იყო ეგ ხალხი მთელი ცხოვრება და ახლა რატომ იქნება...
მაგათი დედა მოვ...ან მე ქართველების პროსტა. ქართველების დედა მოვ...ან პროსტა. ვინ არიან ესენი ტო? ეს ავანტყოფი ერი ვინ არის ტო? დავიღალე იცი პროსტა აი ცდისგან. ვზივარ, ვზივარ, ვზივარ. რაღაც ზარებს ველოდები რაღაცას. მივდივარ-მოვდივარ... სულ რაღაცა ხვალ-ზეგ, აი, ახლა მოხდება, აი, ახლა მოხდება...“
ჩანაწერში ალასანია და სააკაშვილი დიდ იმედებს ამყარებდნენ გვარამია კვესიტაძეზე. რომლებიც თავის მცირერიცხოვან მრევლს ისედაც გამორეცხილ ტვინს ბოლომდე გამოურეცხავდნენ და მის ნაცვლად „ტანჯული მიშას“ ფოტოს ღრმად ჩაუბეჭდავდნენ. ცდისგან დაღლილი, ძალაუფლების და საკუთარი კრიმინალური გარემოცვის მძევალი სააკაშვილი დაარწმუნეს, რომ საქართველოში უნდა ჩამოსულიყო და ორ ოქტომბერს მიტინგზე სლოგანით „გაგვიყალბეეეეეს“ უნდა გამოჩენილიყო.
„ზღვა“ ხალხი „მთავარის“ აკომპანიმენტით შეაშინებდა ხელისუფლებას და ბრძოლის გარეშე, ტრიუმფით დაიბრუნებდა ესოდენ ნანატრ ძალაუფლებას. სანდო წყაროს ცნობით ვანო მერაბიშვილს მოუკვარახჭინებია უკრაინიდან საქართველოში ტრაილერით მგზავრობის ტექნიკური საკითხები. საქართველოში მისი უსაფრთხოდ გადაადგილების და შემდეგ მიტინგზე გამოჩენის უზრუნველყოფა, წყაროს ცნობით, ჟორიკა რურუას დაევალა.
გზაში, სააკაშვილმა დაზღვევის მიზნით ჩაწერა ვიდეო, რომ თითქოს იგი გაიტაცეს. როგორც ჩანს იგი ბოლომდე არ ენდობოდა „თანამებრძოლებს“. საქართველოში ჩაწერილი ვიდეო მასალაც ჯერ ახლო „მეგობრებს“ გაუგზავნა და შემდეგ, გათამამებულმა, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, დაიწყო გამოქვეყნება.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სპეცსამსახურები მიხეილს საქართველოს ჰაერის ჩასუნთქვიდან დაკავებამდე „ატარებდნენ“
რატომ მაშინვე არ დააკავეს? სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი...
წყაროს ცნობით, ჟორიკამ მიხეილი „გადააგდო“ და დიდი შანსია სწორედ მან „გაამჟღავნა“ რევოლუციური გეგმის დეტალებიც. ამბობენ, ოდესღაც მისი „მამობილი“ ჯაბა იოსელიანის ერთ-ერთი დაკავების „სულის ჩამდგმელიც“ ყოფილა. ავტომანქანაში მძღოლი, ჟორიკა და ჯაბა ისხდნენ. ჟორიკას პოლიციელები „მოუტყუებია“ჟურნალისტი ვარო და უმალ გაუშვიათ, მეტიც, მეორე დღეს მას საშუალება მისცეს საქართველო დაეტოვებინა. არადა, იმ წლებში ჟურნალისტს კი არა დიპლომატსაც მიაბრძანებდნენ სადაც ჯერ არს...
2008 წელს ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. (რომელიც საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა) წერდა: „დღეს ბევრი ფიქრობს, რომ სააკაშვილისთვის პრეზიდენტობაზე უარის თქმა ცხონება იქნებოდა, მაგრამ მისდა სამწუხაროდ, იგი საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის – „იგი საკუთარი გარემოცვის ტყვეობაში აღმოჩნდა. როგორ ფიქრობთ, რურუები მისცემენ სააკაშვილს უფლებას, რომ პოსტი დატოვოს? ჯერ იკითხეთ, რა შეუძლია ჟორიკა რურუას, რამდენი ხალხი ჰყავს გამწარებული და დასკვნა შემდეგ გააკეთეთ“.
სააკაშვილი მძევალი იყო თუ ინიციატორი, ეს ვითარებას არანაირად არ ცვლის. 2008 წელს სოციალური ქსელის მომხმარებელი წერდა „ამერიკის კაცი კი არა ადგილობრივი ბანდიტების დანიშნული ყოფილა, ასე გამოდის. ძმები რურუები ცნობილი მხედრიონელი გალავარეზები რაც მაგათმა ხალხი დახოცეს ეხლაც სააკაშვილის გვერდით არიან და ზედმეტად ხმის ამომღებს ეხლაც ისევე დაახლიან ტყვიას“. ბედის ირონიაა გიული ალასანიას განცხადება, „გაისმის ყოველ წუთში, რომ არ მოსწონდა ბევრს... რა არ მოსწონდათ ძალიან მაინტერესებს? ის, რომ საქართველო გაიცნო მთელმა მსოფლიომ? რომ გაიზრდა ეკონომიკა? ნულოვანი ტოლერანტობა რას გამოუცხადა? გამოუცხადა დანაშაულს. აბა, როგორ უნდა გადატეხილიყო აი, ის კრიმინალი, რომელიც გავრცელებული იყო საქართველოში ჩემი შვილის მოსვლამდე? საიდან ამოათრია ქვეყანა ადამიანმა... ეს ყველაფერი დაგვავიწყდა? თუ როგორი საქართველო უნდოდათ იმათ, ვისაც არ მოეწონა ეს ნულოვანი ტოლერანტობა? რომ ისევ იქ ვყოფილიყავით და ისევ მხედრიონელებს ეთარეშათ?“ 
საქართველოს მსოფლიო ისედაც იცნობდა, მაგრამ პრეზიდენტი რომელიც ჰალსტუხს მიირთმევდა და ბრძოლის ველიდან კურდღელივით გარბოდა, ციხეებში ხალხს აწამებდა და შს მინისტრს გვამების მოთხოვნა-მიღებას, ქუჩაში უდანაშაულო ახალგაზრდების დახოცვას, ბიზნესის „ახევას“. სწორედ სააკაშვილმა მოახდინა „მხედრიონი“ რეანიმაცია და ხალხის არნახულ ტერორზე, „უფლებების“გაზრდა. კრიმინალ ნიკოლოზ რურუას, ჯერ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრობის, მოგვიანებით კი კულტურის მინისტრის პოსტი უბოძა. ჟორიკას ზონდერბრიგადებს კი აქტიურად იყენებდა შავი, მუხანათური საქმეების მოგვარების და „მოწინააღმდეგეების“ დასაჩმორებლად. რაც შეეხება „ნარკომანიაში ჩახრჩობას“. ნიკოლოზ რურუა რითი გარდაიცვალა? ჟორიკას, კეზერაშვილს, ცისკარიშვილს და სხვებს ნარკოტიკი „ვენას წვავდა“? თუ მის უჯიშო შვილს „წყენს“კოკაინი? ნაცლიდერები სექტასთან ერთად, ასეთი უტიფრები, როგორ არიან? გიული ალასანიას ალბათ არ ახსოვს მისი შვილი რა ქონებით გახდა პრეზიდენტი და რამდენ მილიარდს ითვლიდა პოსტის დატოვების შემდგომ. ამბობენ, გიული ნაწყენია ნიკოლოზ გვარამიაზეც (ეტყობა, კარგად პარსავს) და ამბობს, რომ „მას ციხე არ აცდება“. გვარამიასაც ახსოვს „ძველი წყენები“და მისი ქმედებაც არანაირად არ გავს მიშას გულშემატკივარს. მისი მსახიობური „ნიჭიც“აღარ აკმაყოფილებს შემოძარცვულ მრევლს და განერვიულებული, გეგმაჩაფუშული მათი ბელადიც ხვდება, რომ ამ ცხოვრებაში ის ვერც პრეზიდენტი გახდება და ვერც პრემიერი. მომავალ ცხოვრებაში კი ძველი ვალების გადახდა მოუწევს..
გიულის შვილის „აღმშენებლობის“ საპირწონედ გავიხსენებ ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პრეზიდენტყოფილის შეფასებას:  `ხელისუფლებაში მოკალათებულნი არიან ადამიანები, რომლებმაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მოლიონები დააგროვეს, მაშინ როდესაც ისინი ხელისუფლებაში ცალ-ცალი კალოშით მოვიდნენ. ცნობისათვის ერთ ფაქტს გეტყვით, სამი წლის წინ, როდესაც გახლდით შინაგან საქმეთა მინისტრი, გამოძალვის და ორასი ათასი დოლარის ქრთამის აღების ფაქტზე მე დავაკავე პრეზიდენტის ბიძა თემურ ალასანია და პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნით ის გავათავისუფლე.“ კიდევ ბევრი უბედურების შეხსენება მოუწევს გიულის და მიშას მართლაც ცალ-ცალი კალოშით მოსულ და გამდიდრებულ „თანამებრძოლებს“...
ოთხმოცდაათიან წლებში, პალერმოს ყოფილმა პროკურორმა ორლანდომ, რომელმაც თავის დროზე სიცილიური მაფია მოთოკა, გვირჩია: საკმარისი არ არის მაფიოზი გყავდეს ციხეში, აუცილებელია მას ფული არ დაუტოვო, რომ შავი საქმეები აღარ აკეთოს ციხიდან“. 

მარიამ ჯანჯღავა

,,საერთო გაზეთი"