რუსული აგენტურა საქართველოში

რუსული აგენტურა საქართველოში




სახელმწიფო უსაფრთხოების ყოველწლიურ ანგარიშებში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს დღევანდელ პრობლემას კვლავაც წარმოადგენს რუსული აგენტურა, რუსული გავლენის გაძლიერების მცდელობა, კიბერთავდასხმების დიდი ალბათობა და საინფორმაციო-პროპაგანდისტული ომის წარმოება. ოფიციალური ანგარიშები ზუსტად ასახავს ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობას - რუსეთის მხრიდან ზეწოლა ყველაზე მეტად იკვეთება არჩევნების პერიოდში.

მას შემდეგ, რაც მეზობელმა სახელმწიფომ "კაგებეშნიკი" გრიგოლ ვაშაძე თავზე ვერ დაგვასვა, საპრეზიდენტო ტახტზე ვერ წამოაგორა და ამ გზით სიტუაცია ვერ აგვირია, ორი წლის შემდეგ ე.წ. პოლიტიკური სპექტრი ამოგვიქოქა. ალბათ გახსოვთ, რა ჩაიდინა ვლადიმერ პუტინის მიერ გამოგზავნილმა ჯგუფმა, რომელსაც ვინმე ვიტალი შკლიაროვი ხელმძღვანელობდა და რამდენიმე თვის წინათ ბელორუსში დააპატიმრეს. სალომე ზურაბიშვილს დააბრალეს სამშობლოს ღალატი, რუსეთის ჯაშუშობა და კიდევ ათასნაირი სიბინძურე. დააბრალეს ის, რასაც თავად აკეთებდნენ და დღესაც აკეთებენ "ნაცმოძრაობის" გაქსუებული ე.წ. ლიდერები. არც ვინმე შკლიაროვს და არც სააკაშვილის ბინძურ ბანდას ახალი არაფერი მოუგონიათ - მათი მეთოდები ერთი-ერთზე ემთხვევა მესამე რაიხის პროპაგანდის მინისტრის, იოზეფ გებელსის მეთოდებს, რომლის მთავარი ხაზი იყო: "დააბრალე იქით, დაე, იმართლონ თავი".

"ნაციონალებისა" და მათთან გათანაბრებული ე.წ. პარტიების ხელწერაში არაფერი შეცვლილა. მეტიც, ამ არჩევნების პერიოდში უფრო ნათლად გამოიკვეთა რუსული აგენტურა და ფაქტობრივად კიდევ ერთხელ დავდექით დიდი ლუსტრაციის წინაშე. თუმცა რაღა ლუსტრაცია, ისედაც ხომ ყველაფერი ნათელი იყო?

საქართველოში (და არა მხოლოდ საქართველოში) რუსულ აგენტურას ხელმძღვანელობს თემურ ალასანია, მიხეილ სააკაშვილის ბიძა. ეს ადამიანი ერთ-ერთმა უცხოურმა ტელეკომპანიამ ასე დაახასიათა: "ადამიანი ბუნდოვანი წარსულით და გაურკვეველი აწმყოთი". მისი ე.წ. პოლიტიკური კრედოა - "თუ ქართველებს არ დააჯვი, ისე აზრზე ვერ მოვლენ".

თემურ ალასანიას, ამ ბებერი ქოფაკის ოფიციალურ ბიოგრაფიას გრიფით "საიდუმლო" ადევს. თუმცა ყველა წყაროდან ჟონავს ინფორმაცია, რომ გრუ-ს (რუსეთის გენშტაბის სამხედრო-სადაზვერვო სამმართველო) მოქმედი ოფიცერია. მართალია, არსებობს ინფორმაცია, თითქოს ალასანია აშშ-ის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, მაგრამ ჩემი აზრით, ეს მისი "კაგებეშნიკობის" გადაფარვის მიზნით არის გავრცელებული.

2018  წლის 18 თებერვალს თემურ ალასანიამ ინტერვიუ მისცა რუსულ ტელეკომპანია "НТВ"-ს, სადაც თვითონვე იშიფრება, ვინ არის და რას წარმოადგენს:

„მე პირველი მაიდნის დროსაც კიევში ვიყავი, როცა ვიქტორ იუშენკო აქტიურობდა. მასთანაც ვმუშაობდი, როცა იგი მიშას ინაუგურაციაზე მოვიდა. მაშინ იუშენკო ჯერ კიდევ არ იყო პრეზიდენტი. მასზე ვიყავი მიმაგრებული. სხვათა შორის, ხშირად დრო კარგად გაგვიტარებია და თბილად გვისაუბრია. როცა აზერბაიჯანში ვხვდებოდით ან კიდევ სადმე, უკრაინელი ხალხის ბედზე მრავალი საათის განმავლობაში ვსაუბრობდით. პირველად, როცა ჩვენ მაიდნის დროს შევხვდით - მე, მიშა, პეტრო პოროშენკო და კიდევ ერთი პიროვნება, ეს იყო ღამის ორ საათზე, სასტუმროში. დილის ოთხ საათამდე ვისხედით და ვსაუბრობდით. მე ვიყავი პირველ მაიდანზეც და მეორეზეც, კონტრაქტები უნდა შესრულებულიყო“.

რა უნდოდა თემურ ალასანიას კიევურ "მაიდნებზე", რატომ იყო ვიქტორ იუშენკოზე მიმაგრებული, ვინ მიამაგრა, რატომ ხვდებოდა აზერბაიჯანში ან სხვა ქვეყნებში, რა კონტრაქტები უნდა შესრულებულიყო? ამ შეკითხვებზე პასუხი ერთია: ის "მაიდნებზე" მიამაგრეს კრემლიდან და როგორც შემდგომში ვნახეთ, კოჭი ალჩუზეც დაუჯდა, ყველაფერი გრუ-ს კონტრაქტების მიხედვით განხორციელდა. იმ აზრს, რომ მიხეილ სააკაშვილის ე.წ. ოჯახი მხოლოდ აგენტურულ ქსელს წარმოადგენდა და დღესაც წარმოადგენს, საქართველოს უშიშროების ექს-მინისტრი იგორ გიორგაძეც ადასტურებს: „საერთოდ, მიხეილ სააკაშვილის ოჯახი სპეცსამსახურებთან ტრადიციულად თანამშრომლობდა. დედამისი გიული ჩვენს აგენტად მუშაობდა. ბიძამისი თემურ ალასანიაც, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, ასევე საბჭოთა კავშირის „კაგებე“-ს (სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის) აგენტი გახლდათ“.

უკრაინამდე იყო საქართველო. 2003 წელი. ედუარდ შევარდნაძის გადაყენება. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იგორ ივანოვის ჩამოსვლა, საქმის გარჩევა, ხელისუფლების გადაბარება. რას აკეთებდა ამ დროს თემურ ალასანია? რა თქმა უნდა, კულუარებიდან ასრულებდა კრემლის დავალებებს. სხვათა შორის, ხშირად ამბობენ, რომ "ვარდების რევოლუცია იყო ამერიკული პროექტი", შეიძლება შეფერილობა ჰქონდა ამერიკული, მაგრამ ძირითადი საფუძვლები, ანუ როგორც ალასანია იტყოდა, კონტრაქტები გახლდათ რუსული.

და მაინც... რა ეწერა მაშინ კონტრაქტებში? იქ ეწერა, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიტაცების შემდეგ საჭირო იყო კოდორისა და ახალგორის რაიონის ჩაბარებაც. ე.წ. დამოუკიდებელი რესპუბლიკების ტერიტორიული მდგომარეობა არ გახლდათ სრულყოფილი. ამ სიმაღლეებიდან კარგად კონტროლდებოდა მათი ბანაკები. ამავე დროს, რუსეთს აუცილებლად სჭირდებოდა საქართველოში ყველა სტრატეგიული ობიექტი. როგორ უნდა განხორციელებულიყო რუსებთან თემურ ალასანიას მიერ დადებული კონტრაქტები? რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით ვერ მოხერხდებოდა და სწორედ ამიტომაც გაითამაშეს 2008 წლის აგვისტოში ე.წ. ომი. ამისთვის მზადება დაიწყო რამდენიმე თვით ადრე, როცა კოდორის ხეობას უწოდეს ზემო აფხაზეთი. აი, ეს გახლდათ გარიგება კრემლთან ძალაუფლების სანაცვლოდ. როგორც ჩანს, რუსები 2012-შიც დაპირდნენ მიხეილ სააკაშვილს, ცოტა ხანს გაეცალე, უკრაინაში გადაგხვეწავთ, 2016-ში თუ არა, 2020-ში მაინც დაგაბრუნებთო. 2016-ში არ გამოვიდა, 2018-შიც არ გამოვიდა და აი, კიდევ ერთხელ ამოვარდა ქარიშხალი თემურ ალასანიას თავში.

ამ დღეებში (6 ნოემბერს) უკრაინულმა გამოცემამ Obozrevatel.com-მა გამოაქვეყნა ორი აუდიოჩანაწერი, საიდანაც ერთზე, მათი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიასა და გუბაზ სანიკიძის საუბარია, ხოლო მეორეზე - „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილისა და უცნობი პირის საუბარი. აუდიოჩანაწერებს თან ახლავს გამოცემის პოზიცია:

"ჩვენ არაერთხელ გავაფრთხილეთ ქართული საზოგადოება და უკრაინელი კოლეგები, რომ სააკაშვილი მარცხისთვის იყო განწირული და ერთადერთი, რისი იმედიც აქვს, დესტაბილიზაცია და ხელისუფლების დამხობაა. ჩვენ მოვიპოვეთ ორი საკმაოდ საინტერესო აუდიოჩანაწერი, რომელთა ავთენტურობის გარანტიას ვერავის მივცემთ, თუმცა მათი შინაარსი ადასტურებს, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად ასეა. პირველი ჩანაწერია ყველასთვის ცნობილი თემურ ალასანიას და ქართული პოლიტიკის ვეტერანის, გუბაზ სანიკიძის საუბარი. სანიკიძემ ჯერ კიდევ გამსახურდიას დროიდან არაერთხელ შეიცვალა პოლიტიკური კუთვნილება, იყო „ქართულ ოცნებაშიც“, ახლა კი სააკაშვილის პოლიტიკური დასაყრდენია. ამ ჩანაწერში საუბარია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის პრაქტიკულ სამოქმედო გეგმაზე. აშკარაა სახელმწიფო გადატრიალების ყველა ელემენტი: მასობროვი დაუმორჩილებლობა, ალტერნატიული მთავრობის შექმნა, საერთაშორისო საზოგადოებისადმი მიმართვა და ა.შ. მეორე ჩანაწერზეა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ყოფილი დიპლომატისა და მოქმედი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის საუბარი უცნობ პირთან, რომელსაც ის „პარტიის შიდა საქმეებზე“ ესაუბრება. სამადაშვილი  განმარტავს, რატომ იყო განწირული სააკაშვილი მარცხისთვის, „ქართული ოცნება“ კი გამარჯვებისთვის".

მაშ ასე... რა დავალება მისცა გუბაზ სანიკიძეს თემურ ალასანიამ, ანუ რა კონტრაქტზეა ამჯერად საუბარი?

- გუბაზ, რაზე გაწუხებთ...

- კი.

- ივანიშვილმა კარგად გაუგო ქართველებს, ქართველ პოლიტიკურ სპექტრს, კარგად გაზომა და აწონა.

- ბატონო თემურ, ყველა შევა ჩემს გარდა. მე იქ არ შევალ, რა თქმა უნდა, აგერ ნახავთ თქვენ.

- დიდი ბოდიში. პირველი - არავითარი ლეგიტიმაცია ამ მთავრობას, მეორე - სრული სამოქალაქო დამოურჩილებლობა, სრული ნაციონალური მასშტაბით სამოქალაქო დაუმორჩილებლობა, მესამე - არავითარი დიალოგი, არავითარი კოოპერაცია, არავითარი თანამშრომლობა, არავითარი... ანუ საერთოდ უნდა გაწყდეს ურთიერთობა ხალხსადა პოლიტიკურ სპექტრს შორის.

- აბა, რა,

- ბოდიში... მეოთხე - დროებითი მთავრობის შექმნა. სასწრაფოდ, სასწრაფოდ უნდა გამოცხადდეს, რომ ნაციონალური გადარჩენის, ეროვნული გადარჩენის მთავრობა იქმნება, პარალელური მთავრობა, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს ხალხის წინაშე, თავის თავზე, მსოფლიოს წინაშე და იღებს ძალაუფლებას თავის ხელში. მეხუთე - მიმართვა მსოფლიოს ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ არ ვთხოვთ თქვენს მხარდაჭერას, უბრალოდ გაცნობებთ, რომ საქართველოს სახალხო გადარჩენის კომიტეტმა ხელში აიღო სრული ძალაუფლება და დღეიდან პასუხს აგებს ქვეყნის ბედზე ისევე, როგორც რეგიონში მშვიდობაზე, ისევე, როგორც შენარჩუნებას, ასე შემდეგ. "ვსიო", That's it.

- ბატონო თემურ, ახლა გეტყვით, მე ფიცი არ მიყვარს, მაგრამ ღმერთს გეფიცებით, მკრეხელობას ჩავდივარ, გუშინწინ მივედი მათ შეკრებაზე, ლეიბორისტულ სამოთხეში, იქა, შალვას ბაღები რომ არის, სადაც სისულელეების მეტს არაფერს არ ლაპარაკობდნენ. ვუსმინე, ვუსმინე და ვუთხარი, მე გეტყვით, რა არის გეგმა და ახლა მე ჩამოგითვლით. უბრალოდ პუნქტები არის, რიგითობაა განსხვავებული. პირველი - მიმართვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, მეორე - შეიქმნას ეროვნული ხსნის კომიტეტი, ასე დავარქვი, რაც თქვენ თქვით, რომელიც პარალელურ ფუნქციებს აიღებს ქვეყანაში, პარალელური მთავრობა, რაც თქვენ თქვით, მესამე - ულტიმატუმის მიცემა - ეს იყო ჩემი...

- აბსოლუტურად ზუსტად იგივეა ყველაფერი, რაც მე გითხარით.

- ზუსტად იგივე.

თემურ ალასანია მოფახფახებული მეთოდებით მოქმედებს - ეროვნული ხსნის კომიტეტი, შინსახკომი, რევოლუცია, პატაკი მსოფლიოს, ჩვენ თქვენი დახმარება არ გვჭირდება, საქართველოში მოხდა გადატრიალება, პასუხისმგებლობას ვიღებთ ქვეყნის ბედზე და ასე შემდეგ. თქვენი არ ვიცი და... მე სერგო ორჯონიკიძე მახსენდება, თბილისის აღების შემდეგ კრემლს რომ უპატაკა, დედაქალაქის თავზე საბჭოთა დროშა ფრიალებსო. არც არის გასაკვირი, ეს ქოფაკი ხომ საბჭოთა სისტემის ნაწილი იყო? კი, ბატონო, იმპერია კი დაიშალა, მაგრამ აზროვნება და მენტალიტეტი იგივე დარჩა.

 

რატომ აირჩია თემურ ალასანიამ "ჯილად" გუბაზ სანიკიძე? პირველი - ის იმდენად დიდი ნაძირალაა, იკადრებს ყველაფერს, თუმცა არც იმდენი ავტორიტეტი აქვს და არც იმდენი გავლენა, რომ მართლა რევოლუცია მოახდინოს; მეორე - როგორც ავი ენები ამბობენ, გუბაზ სანიკიძე ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იყო "დავერბოვკებული" იმ სტრუქტურის მიერ, სადაც მუშაობდა თემურ ალასანია. გავიხსენოთ მისი ბიოგრაფია: 1989 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1987-1988 წლებში იყო დამასკოს უნივერსიტეტის სტაჟიორი. ყურადღება მიაქციეთ დამასკოს უნივერსიტეტში "მოღვაწეობის" წლებს, ეს ის დროა, როცა კაგებეს ჩარევის გარეშე ქვეყნიდან ასეთი გასვლები არ ხერხდებოდა. იგივე ავი ენები იმასაც ამბობენ, რომ პატივცემული სანიკიძე ჩანერგილი იყო ეროვნულ მოძრაობაში. მოდით, თავი დავანებოთ წარსულს, რას აკეთებს დღეს და ვისთან არის შეკრული? პირდაპირ ვდებ ბრალს, ის ცდილობს, იყოს მეორე კიტოვანი, მაგრამ არც ზარბაზანი აქვს, არც ავტომატი და არც ჯარი ჰყავს, რომ გაიჭრას რკონში. საქმე გაჭრაზე რომ მიდგეს, სირბილის ტრაკიც არ აქვს, მალე იღლება, თბილისის გასასვლელშივე ჩაიფეხვება.

რა თქვა "ნაცების" ერთ-ერთმა ე.წ. ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ვიღაცასთან შინაურულ საუბარში? სრული სიმართლე... ეს ქალი ჯერ იმაზეა გაბრაზებული, თუ პარლამენტში არ შევალთ, უმუშევარი ვრჩებიო, რა ვქნაო, თავზე მძღნერი გადავისვაო? არა, სამადაშვილს თავზე მძღნერი ისედაც უსვია, მაგრამ მისი აზრით, თუ უმუშევარი დარჩება, უფრო მეტის წასმა მოუწევს. შემდეგ ამბობს, რომ საქართველოს სტაბილურობის გარანტი და ერთადერთი პროდასავლური ძალა ბიძინა ივანიშვილია, ხოლო სააკაშვილი დასავლეთის თვალში დესტაბილიზაციის წყაროა, დასავლეთმა მას ხაზი გადაუსვა და ამიტომ ოპოზიცია წარმატებას ვერ მიაღწევს. სწორედაც რომ ეგრეა, განა ჩვენ სხვა რამეს ვწერდით და ვამბობდით? მოკლედ, რაღა დაგიმალოთ და... "ნაცებს" დააჯვა სამადაშვილმა - ამდენი ხანი ერთი ახალი სახე ვერ დავიმატეთო, ნორმალური არავინ გვყავსო, ისევ ყლეების ჯოგი ჩაწერეს სიაშიო - გუბაზა, ოქრიაშვილი, მაჭუტა, ჩხეიძეები და სხვებიო, პოლიტიკური მეძავეებით გაავსო პარტიაო.

სამადაშვილმა ამავე დროს ხელი მიჰყო "ქართული ოცნების" კანდიდატთა შეფასებას, ისინი არიან დაბანილებიო, დავარცხნილებიო, ევროპულგანათლება მიღებულებიო, რა ვიზუალიო, რა ბიჭებიო, რა გოგოებიო, ახალგაზრდებიო, როგორ გინდა, რუსეთუმეობა დააბრალოვო? საერთაშორისო მხარდსჭერაც აქვთო, ნატოს წრთვნები მიდისო, რუსეთთანაც მშვიდობას ინარჩუნებენ, ომის დამწყები არ არიანო, ამიტომ აწყობს დასავლეთს ბიძინაო. დიახ, ეს ლაპარაკი შინაურულია, თორემ სალომე ამას გარეთ როგორ იტყოდა?

რუსული აგენტურა ძველი ტექნოლოგიებით, მეთოდებით და აზროვნებით იბრძვის. ბუნებრივია, ფულიც ბლომად იხარჯება, როგორც სააგენტო "კვირასთვის" მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო კრიმინალის ექსპერტი დავით ზვიადაური აცხადებს, სახელმწიფო გადატრიალებისთვის საქართველოში შემოტანილია 400 მილიონი დოლარი. ამ საქმეში ჩართულები არიან დავით კეზერაშვილი, გიორგი უდესიანი და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი. ოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობს გრუ-ს გენერალი თემურ ალასანია:

"ეს ფული გადანაწილდა არა მხოლოდ "ნაციონალურ მოძრაობაზე" და მის ანასხლეტ პოლიტიკურ პარტიებზე, დიდი კაპიტალდაბანდება მოხდა არასამთავრობო სექტორში და ოპოზიციურ ტელევიზიებშიც. 2019 წლის 20 ივნისს გამოჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ ყველაფერი ვადაზე ადრე განხორციელებულიყო და სწორედ ამიტომაც მოხდა პარლამენტში შეჭრის მცდელობა. იმ დროისათვის ხელისუფლების გადაგდება მაინც ვერ შეძლეს. მოხდა ისე, რომ ოპოზიციის გეგმა ჩაიშალა. თუმცა, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობები მას შემდეგაც გაგრძელდა. იყო ხელშემშლელი პირობებიც: ევროპული სახელმწიფოებისა და ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური მისიების აქტიური ჩარევა წინასაარჩევნო მოლაპარაკებების პროცესში, და “კოვიდ19”-ის პანდემიის გავრცელება მთელ მსოფლიოში. ეს ორი მოვლენა რომ არ ყოფილიყო, ჩვენ გადატრიალების მცდელობას გაცილებით ადრე ვიხილავდით".

დავით ზვიადაურის თქმით, გადატრიალების გეგმაში აქტიურად არის ჩარეული თემურ ალასანია და მისი მეგობარი კოტე კემულარია. რუსეთში კემულარიას და ალასანიას ე.წ. ,,კრიშა“ გახლავთ პატრუშევი, რომელიც მუდმივად ინარჩუნებდა კავშირს ქართველ ,,აჯანყებულებთან“:

"ახლა დიდი შანსია, მათი დაფინანსება 2021 წლის იანვრიდან შეწყდეს და ეს ბიზნესიც სხვებს ჩაუვარდეთ ხელში. ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ გადატრიალება საქართველოში სწორედ ახლა და რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს".

ჩემი ღრმა რწმენით და დაკვირვებით, საქართველოში რუსული აგენტურა ფართხალებს, ბოლო დღეებს ითვლის. მოღალატეების ერთადერთი "კოზირი" არჩევნების გაყალბება უნდა ყოფილიყო, რის გამოც, თითქოს ქუჩაში ზღვა ხალხი გამოვიდოდა და ხელისუფლებას წალეკავდა... მაგრამ რევოლუციას 20-ლარიანი "მემიტინგეები" ვერ ახდენენ, მით უმეტეს, დაღლილი კოორდინატორები, ვერც დამყაყებული ტვინის მქონე გენერლები. ასე რომ, გაგრძელება იქნება, შემდეგ წერილებში უფრო კარგად გაგაცნობთ სერგო ორჯონიკიძის შთამომავლებს.

გელა ზედელაშვილი

"საერთო გაზეთი"