სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს შვიდი სპორტული მოედანი მოაწყო

სამგორის გამგეობამ მიმდინარე წელს შვიდი სპორტული მოედანი მოაწყო




სამგორის რაიონის გამგეობამ, მიმდინარე წელს, ცხრა თვის განმავლობაში შვიდი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტი განახორციელა.
სპორტული სივრცეები მოეწყო შემდეგ მისამართებზე:
 დიდი ლილო, ი. გოგებაშვილის № 16-ის მიმდებარედ;
 ვარკეთილი 3, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის № 8-ის მიმდებარედ;
 ვარკეთილში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის № 1-ის მიმდებარედ;
 ქვემო სამგორი, წმინდა ბარბარეს უბანი, ნაკადული III გასასვლელის მიმდებარედ;
 ემირ ბურჯის ქუჩა № 57-ის მიმდებარედ;
 ლოჭინის დასახლება, № 1 კორპუსის მიმდებარედ;
 ჯავახეთის l შესახვევი, № 1 კორპუსის მიმდებარედ;
სპორტული მოედნების მოწყობის სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 1 319 100 ლარი დაიხარჯა.