სამგორის რაიონის გამგეობა, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა, სკვერის სარეაბილიტაციო  სამუშაოებს ახორციელებს

სამგორის რაიონის გამგეობა, მოსკოვის გამზირზე, V კვარტალში, №4-ის კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონების მოწყობა. 

სკვერის ტერიტორიაზე დამონტაჟდება სკამები და ურნები, ლითონის მოაჯირი, რომელიც სკვერს სავალი ნაწილისგან გამოყოფს. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსდება მაგიდის ჩოგბურთის ორი მაგიდა და სავარჯიშო აღჭურვილობა. აგრეთვე, მოეწყობა განათება და სარწყავი სისტემა.

სამუშაოებს გამგეობის კონტრაქტორი კომპანია შპს „მშენსერვისი 55“ ასრულებს, რისთვისაც რაიონის ბიუჯეტიდან 436 000 ლარი გამოიყო.