სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები




სამგორის რაიონის გამგეობამ ლილოს დასახლებაში 2018-2021 წლებში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა.

შესრულებული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობას პირადად გააცნეს სამგორის რაიონის გამგეობის ხელმძღვანელმა პირებმა და მათთან ერთად პრიორიტეტულ საკითხებზე იმსჯელეს.

საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები ლილოს დასახლებაში 18 მისამართზე ჩატარდა.

სპორტული მოედნების მოწყობა-რეაბილიტაცია 6 მისამართზე განხორციელდა.

დასახლებაში მოეწყო 8 ფიტნეს ზონა.

აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის დაფინანსებით, ლილოს დასახლებაში, N107 საჯარო სკოლის მიმდებარედ, საცურაო აუზი აშენდა.

გამგეობის ცნობით, ამ ეტაპზე სტურუას 36-ში მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე სტანდარტების ბაგა-ბაღის მშენებლობა.